ქუთაისში ხიდი მდინარე რიონზე რამდენიმე საათით დაიკეტება

© photo: courtesy of Miho Neimanხიდი მდინარე რიონზე ქუთაისში
ხიდი მდინარე რიონზე ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხიდზე გადაიტანენ ბეტონის დასაგებ მექანიზმს, რომელიც ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვისაა აუცილებელი.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. ქუთაისის ხიდზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით აიკრძალება, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გადაკეტილი გზა - Sputnik საქართველო
დიდთოვლობა საქართველოში: გზებზე შეზღუდვები ამოქმედდა

 

კერძოდ, მოძრაობა ხიდზე, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის ავტომაგისტრალზე მდებარეობს, აიკრძალება 5 ნოემბრის 21:00 საათიდან 6 ნოემბრის 08:00 საათამდე.

მითითებულ დროს ხიდზე გადაიტანენ ბეტონის დასაგებ მექანიზმს, რომელიც აუცილებელია ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის.

ტრანსპორტის ნაკადი გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთისა და ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზაზე გადაინაცვლებს.

მითითებული რეჟიმით ტრანსპორტის მოძრაობას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

ყველა ახალი ამბავი
0