ნათია თურნავა

ერთი ფანჯრის პრინციპი: ორი სამინისტროს ორი სააგენტო ერთიანდება

145
(განახლებულია 20:02 01.11.2019)
ქონების მართვისა და მომსახურების სააგენტოების გაერთიანების შედეგად შექმნილი ახალი უწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაექვემდებარება.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის ეროვნული სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაერთიანდება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. 

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქონების მართვის სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების პრივატიზებას, ხოლო ანალოგიური სტრუქტურა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში – მომსახურების სააგენტო ახორციელებს მოძრავი ქონების გაყიდვას. შესაბამისად, იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის, ბიზნესებისთვის უფრო მარტივი იყოს ამ სერვისებით სარგებლობა, ის ერთი ქუდის ქვეშ მოექცევა“, — აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ერთიანი უწყება ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა.

თურნავა განმარტავს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა სხვა ტიპის გამარტივებებსაც მოიცავს, თუმცა მთავარი მაინც სტრუქტურული გამარტივება, ანუ ერთი ფანჯრის პრინციპია ყველანაირი სახის სახელმწიფო ქონების განკარგვის თვალსაზრისით.

 

145
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (649)
საქართველოს და ევროკავშირის დროშები

ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სია განახლდა: დარჩა თუ არა საქართველო

52
ევროკავშირის საბჭო წევრ ქვეყნებს რეკომენდაციით მიმართავს, გახსნან საზღვრები 13 ქვეყანასთან, რომელთა შორის საქართველოც არის

თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. ევროკავშირის საბჭომ განაახლა უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალი, რომელშიც საქართველო ისევ შევიდა.

ევროკავშირის ახალ სიაში 15 ქვეყნის ნაცვლად უკვე 13 ქვეყანაა. ესენია: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, ჩინეთი, საქართველო, იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალს სერბეთი და მონტენეგრო გამოაკლდა.

უსაფრთხო ქვეყნების სიაში შედის ჩინეთიც, თუმცა ჩინეთთან მიმოსვლა მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც ქვეყანა ევროკავშირს საზღვრებს თავად გაუხსნის.

აღნიშნული ცვლილებები, ისევე როგორც მთელი სია სარეკომენდაციო ხასიათისაა და ევროკავშირის წევრები ქვეყნები მათ საკუთარი შეხედულებისამებრ შეასრულებენ.

ევროკავშირმა საქართველო ევროკავშირის არაწევრი 15 ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომლებისთვისაც 1 ივლისიდან საზღვრები გახსნა. აღნიშნული სია 30 ივნისს დამტკიცდა, თუმცა ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე პერიოდულად მისი განახლება ხდება.

საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრები გახსნეს შვეიცარიამ, უნგრეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ, მონტენეგრომ და სხვ. თავის მხრივ, საქართველომ ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები უპირობოდ გახსნა. ხუთი ქვეყნის – გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შეუძლიათ.

8 ივლისს საქართველომ საზღვრები გახსნა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან, ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთ, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

 

52
თემები:
საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები
ხანდაზმული მამაკაცები კოტე აფხაზის ქუჩაზე

პანდემიის შედეგად კომპენსაციის სახით 80 მილიონ ლარზე მეტი გაიცა

68
(განახლებულია 20:07 16.07.2020)
სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა.

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. პანდემიის დროს დაზარალებულებზე კომპენსაციის სახით უკვე 80 883 700 ლარი გაიცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 525 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 457 500 ლარი.

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, სააგენტოს ინფორმაციით, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 221 131 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 44 426 200 ლარს, აქედან მაისის თვის კომპენსაცია – 14 426 200 ლარი 72 131 პირზე და ივნისის თვის კომპენსაცია – 30 მლნ ლარი 150 000 პირზე. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.

სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა. უკვე რეგისტრირებულ პირებსაც ეძლევათ შესაძლებლობა, არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია განაახლონ 2020 წლის პირველ აგვისტომდე.

ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობა თვითდასაქმებულების ნაწილში გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ.

68
თემები:
COVID-19 საქართველოში
მარია ზახაროვა

ზახაროვა: მოსკოვი ბაქოსა და ერევანს შორის სიტუაციის დეესკალაციის მომხრეა

0
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა მოსკოვი-ერევანი-ბაქოს ფორმატში შეხვედრის შესაძლებლობაზე

თბილისი 16 ივლისი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს სომხურ და აზერბაიჯანულ მხარესთან ამ ქვეყნების საზღვარზე შემდგომი ესკალაციის აღსაკვეთად, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე 13 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ასევე მედიისთვის გაკეთებულ განცხადებებში და რუსეთის და სომხეთს, რუსეთის და აზერბაიჯანის მთავარი დიპლომატების სატელეფონო საუბრებში, ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფის განცხადებაში ისმის მოწოდება მხარეების მიმართ მიიღონ ყველა ზომა შემდგომი ესკალაციის აღსაკვეთად და არსებითი მოლაპარაკებების დასაწყებად.

ზახაროვამ განაცხადა, რომ თუ გაჩნდება ინფორმაცია მინისტრ სერგეი ლავროვის სომეხ ან აზერბაიჯანელ კოლეგებთან შესაძლო მომავალი შეხვედრების შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას მედიას აცნობებს.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ტავუშის მიმართულებაზე რამდენიმე დღის განმავლობაში შეიარაღებული საბრძოლო შეტაკებები მიმდინარეობს.

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 12 ივლისს საზღვარზე ტავუშის მიმართულებაზე სომხურ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს და მათზე იერიშის მიტანა სცადეს. სომხური მხარის საპასუხო ცეცხლის შედეგად მოწინააღმდეგე დანაკარგებით დაუბრუნდა საკუთარ პოზიციებს. 13 ივლისს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხური პოზიციების მისამართით სროლა განაახლეს. ასევე მიმდინარეობს სროლები საზღვრისპირა სომხური სოფლების მისამართით. საერთაშორისო ორგანიზაციებმა და შუამავალმა ქვეყნებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მშვიდობისკენ მოუწოდეს. ბოლო მონაცემებით, სომხურ მხარეს ოთხი დაღუპული ჰყავს. აზერბაიჯანმა 12 ადამიანი დაკარგა (მშვიდობიანი მოსახლის ჩათვლით).

0