პროკურატურა „გახარიას მუქარის წერილის“ კვლევის სირთულეზე საუბრობს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს გენერალური პროკურატურა
საქართველოს გენერალური პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურა აპირებს შეისწავლოს ყველა მასალა მუქარის საქმეზე, რომელიც ბიზნესმენმა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა წარმოადგინა

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. „მუქარის წერილის დედანმა“, თითქოსდა დაწერილი ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ, ბევრი ადამიანის ხელში გამოიარა, რაც ძალიან ართულებს ექსპერტიზის ჩატარებას, ნათქვამია გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სკანდალური წერილის ისტორია: გზავნილის წარმოშობის ვერსიები >>

ორშაბათს ბიზნესმენმა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ პროკურატურას გადასცეს წერილი, ასევე უცხოური ექსპერტიზის პასუხები. ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მაშინდელი შს მინისტრ გახარიასგან შუამავლის მეშვეობით მიიღო.

„აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული წერილი თვეების განმავლობაში,  სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასზე ეფექტური დაქტილოსკოპიური თუ სხვა სახის კვლევების ჩატარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის მონაცემებით, მან მიიღო ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, კომპაქტ-დისკი, ასევე, ხაზარაძისა და ჯაფარიძის მტკიცებით, მუქარის შემცველი წერილის დედანი და განცხადება შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
„თიბისი ბანკის“ მეშვეობით ფულის გათეთრების სქემა არსებობდა: უცხოელი მრჩეველები ადასტურებენ

საქმის ყველა მასალა დალუქულია.

„საქართველოს პროკურატურა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დეტალურად შეისწავლის განმცხადებლების მიერ წარმოდგენილ მასალებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტიდან გამომდინარე, ხაზარაძისგან მოითხოვდნენ გაეკეთებინა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ მისთვის მიუღებელია ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რევანში და სხვა ბიზნესმენებისთვის გაერთიანებისკენ და ერთობლივი მოქმედებებისკენ მოეწოდებინა.

ადრე ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, რომ ექსპერტიზამ წერილზე 17 თითის ანაბეჭდი აღმოაჩინა.

ხაზარაძის საქმე – სასამართლოზე ადვოკატმა და პროკურორმა იკამათეს >>

ამასთან ადვოკატმა აღნიშნა, რომ ადამიანი, რომელმაც ხაზარაძეს წერილი გადასცა, ჩვენების მისაცემად მზად არის.

პირველად ეს წერილი ხაზარაძემ მარტში ახსენა. მას შემდეგ, რაც საქმეზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო, ხაზარაძეს მტკიცებულები მოსთხოვეს, მაგრამ მაშინ მან ამაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ წერილის დედანი ექსპერტიზაზე ლონდონშია. თავდაპირველად მან გადასცა გამომძიებლებს მხოლოდ ასლი, რომლითაც პროკურატურა არ დაკმაყოფილდა.

ყველა ახალი ამბავი
0