„სიტუაცია ძალიან გაფუჭებულია“ - საპატრიარქო დავით-გარეჯში არსებულ ვითარებას აფასებს

© Sputnik / Vladimir Umikashviliდავით-გარეჯი
დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ აზერბაიჯანში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ დავით-გარეჯის ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი ტაძრისკენ გზა გახსნა

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანმა გახსნა გზა აღდგომის ტაძრისკენ, რომელიც ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის ერთ-ერთ შეუთანხმებელ მონაკვეთზე, გარეჯის ქედზე მდებარეობს.

ილია მეორე დავით-გარეჯში შექმნილი ვითარების გამო ხელისუფლებისგან ზომების მიღებას ითხოვს >>

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული, მათ შორის დავით გარეჯი. ეს არის ქართული გამოქვაბული მონასტრების უნიკალური კომპლექსი, რომელიც 25 კილომეტრის სიგრძის ტერიტორიას იკავებს.

„გუშინდელი განცხადების შემდეგ, რაც ჩვენმა პრემიერმა გააკეთა, ბუნებრივია, ჩამოვედით, ვნახეთ ადგილზე ვითარება. ჯერჯერობით ასვლა შეიძლება მხოლოდ აღდგომის ტაძარში. იმედი გვაქვს, ეს არის ამ პირველი ეტაპის დასაწყისი. სიტუაციის გამოსწორებისკენ გვაქვს ტენდენცია. იმედი გვაქვს, სრულად აღდგება სტატუს-კვო“, - განაცხადა პირველი არხის ეთერში საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ხუთშაბათს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე მიღწეულია შეთანხმება სასულიერო პირთათვის ქართული ტაძრებისკენ გზის გახსნის შესახებ. მიუხედავად ამისა, პარასკევს სამღვდელოება მხოლოდ აღდგომის ტაძარში იმყოფებოდა.

დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
გახარიამ აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა: დავით-გარეჯთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯი გადაიდგა

აღდგომის ტაძრის წინამძღვარმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მესაზღვრეები ჯერჯერობით ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრებში სასულიერო პირებს არ უშვებენ.

„გვესმის, რომ ეტაპობრივად უნდა წავიწიოთ წინ. სიტუაცია ძალიან გაფუჭებულია, არ არის კარგი მდგომარეობა, ბევრი შეცდომაა დაშვებული, ბევრი ამ ძველი კომისიის ცუდად მუშაობის შედეგია. ძალიან მძიმე მემკვიდრეობაა. იმედი გვაქვს, ისტორიული სამართლიანობა აღდგება, რადგან სახეზეა ყველა დოკუმენტი“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.​

პრობლემის შემდგომში გადაჭრის იმედი პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გამოთქვა.

აზერბაიჯანმა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან სასაზღვრო საგუშაგო დადგა >>

„ხაზგასმით გამოვყოფდი გიორგი გახარიას სამუშაო ვიზიტს აზერბაიჯანში, რომელსაც როგორც იკვეთება, კონკრეტული შედეგი აქვს. ვფიქრობ, ამ პოზიტიურ ტენდენციას შევინარჩუნებთ და საბოლოოდ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მივაღწევთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

დავით გარეჯი - Sputnik საქართველო
ინციდენტი აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან: საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

მრავალი წელი ეს ტერიტორია სტატუს-კვოს ინარჩუნებდა. სასულიერო წრე, მომლოცველები და ტურისტები დაუბრკოლებლად მიდიოდნენ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებთან, მაგრამ აპრილის ბოლოს ვითარება გამწვავდა. აზერბაიჯანის მხარემ პერიოდულად დაიწყო ქართული კულტურის ძეგლებთან მისასვლელი გზების გადაკეტვა, ქართველმა აქტივისტებმა კი – მიმდებარედ საპროტესტო აქციების გამართვა.

გასულ კვირაში აზერბაიჯანმა სადავო მონაკვეთზე, რომლის დემარკაციაც ამჟამად მიმდინარეობს, სასაზღვრო საგუშაგო დადგა. აზერბაიჯანელი ისტორიკოსები დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიას „ქეშიქჩიდაღს“ უწოდებენ. ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს კომპლექსი ისტორიული კავკასიის ალბანეთის კუთვნილებაა.

„საქართველო არ დათმობს დავით-გარეჯს“ – „პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისში აქცია გამართა >>

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში კლდეში ნაკვეთი 20–მდე მონასტერია გაერთიანებული. მთავარი მონასტერი წმინდა დავითის ლავრაა. კომპლექსის ტერიტორიაზე ზოგიერთ ეკლესიასა და სატრაპეზოში შემონახულია VIII-XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები, რომლებზეც გამოსახული არიან ქართველი ისტორიული პირები, მათ შორის, თამარ მეფე.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0