თუთუნი

თუთუნი ძვირდება? ასაწონი თამბაქო დაიბეგრება

245
(განახლებულია 20:13 09.10.2019)
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რაც ასაწონი თამბაქოს (თუთუნის) დაბეგვრას ითვალისწინებს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღეს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ასაწონი თამბაქო დაიბეგრება, ერთ კილოგრამ თუთუნზე 60-ლარიანი გადასახადი წესდება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

გავრცელებული ინფორმაციით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რაც ასაწონი თამბაქოს (თუთუნის) დაბეგვრას ითვალისწინებს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღეს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.

საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტს, რომლის ინიციატორიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილია, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დაამტკიცებს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებდა, რომ ასაწონი თამბაქოს დაბეგვრის საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარებულიყო. მისი თქმით, მისი დაბეგვრა თავიდანვე იგეგმებოდა, მაგრამ მერე ეს საკითხი დროში გაიწელა და ისე გამოვიდა, რომ ერთ-ერთი მთავარი აქციზური საქონელი არ იბეგრება.

245
მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ახალი შემთხვევები იმპორტირებულია

23
(განახლებულია 13:35 04.07.2020)
სამივე შემთხვევაში კორონავირუსი სატვირთო ავტომობილების მძღოლებს დაუდასტურდათ, რომელთაგანაც ერთი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის  სამივევე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, სამივე შემთხვევაში კორონავირუსი სატვირთო ავტომობილების მძღოლებს დაუდასტურდათ, რომელთაგანაც ერთ-ერთი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

„ახალი პაციენტის პირველადი მდგომარეობაც არ არის მძიმე, რუტინული კვლევებით და სუბიექტურ-ობიექტური მონაცემებით ჯერ მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 24 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 946-ს შეადგენს.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 825 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3310, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 203 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. მას შემდეგ ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

23
თემები:
COVID-19 საქართველოში
ქარელის ადმინისტრაცია

ქარელში მოსახლეობამ სარწყავი წყლის მოთხოვნით ცენტრალური გზა გადაკეტა

48
(განახლებულია 13:22 04.07.2020)
სოფელ რუისის მაცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ მათ სარწყავი წყალი ორი კვირაა არ მიეწოდებათ, მელიორაციის სამსახურის თანამშრომლების განცხადებით კი მოსახლეობას წყალი გრაფიკით ღამის საათებში მიეწოდება.

თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის მოსახლეობამ სარწყავი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ადგილობრივებმა პროტესტი თავდაპირველად სოფლის ცენტრში გამოხატეს, ხოლო შემდგ ცენტრალურ მაგისტრალზე გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს, თუმცა სამართალდამცავების მოთხოვნის შემდეგ  გზა გახსნეს.

ადგილობრივების თქმით, უკვე ორი კვირაა  სარწყავი წყალი არ მიეწოდებათ და ისინი მოსავლის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დგანან.

მოსახლეობასთან შესახვედრად მივიდნენ შიდა ქართლის მელიორაციის სამსახურის და ქარელის საკრებულოს წარმომადგენლებიც.

აქციის მონაწილეებმა ისინი უყურადღებობაში დაადანაშაულეს.

შიდა ქართლის მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლებმა კი თავის მხრივ  განუმარტეს მოსახლეობას, რომ ტაშისკარის მაგისტრალური არხიდან წყალი სოფელს გრაფიკით მიეწოდება მხოლოდ ღამის საათებში. საღამოს რვა საათზე წყლის მაგისტრალზე ფარები იკეტება და სოფელ რუისს სარწყავი წყალი 22:00 საათიდან დილამდე შეუძლია ისარგებლოს.

მოსახლეობა კი ირწმუნება, რომ ამ  გრაფიკით წყალი ყველას არ ყოფნის და უფრო მეტიც, წყალი ბოლო ორი კვირაა, არც ღამის საათებში მოდის.

48
თემები:
საქართველოს რეგიონები