ნოდარ მელაძე

„მთელი პროცესი არის ერთი დიდი მასკარადი”: ნოდარ მელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

106
(განახლებულია 13:46 05.10.2019)
ნოდარ მელაძის მხარდასაჭერად პროკურატურასთან ტელეკომპანია „მთავარის“, ასევე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტები და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მივიდნენ.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარა, იუწყება პირველი არხი.

მელაძე გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდა.

„სავარაუდოდ, როგორც ნათქვამია, ეს ეხება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას და ამ გამოძიების ფარგლებში დამიბარეს მეც გამოკითხვაზე. მთელი პროცესი არის ერთი დიდი მასკარადი, რომლის მიზანიც არის, კრიტიკული მედიის, რომელიც არის ხელისუფლების გავლენებისაგან თავისუფალი, დაშინება, დისკომფორტის შექმნა... ბოდიში, მაგრამ ასე ვერ იქნება... ბევრი წელი ვიყავი რეპორტიორი და ვმდგარვარ ფრონტის ხაზზეც, სამიზნეც ვყოფილვარ, ტყვიების წვიმაში პირდაპირი ეთერიც მიმყავდა. იქ არ მეშინოდა და რა თქმა უნდა, არ შემეშინდება პროკურატურაში დაბარების, პოლიტიკოსების, რომლებიც „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს აბულინგებენ“, - განაცხადა მელაძემ პროკურატურაში შესვლამდე.

როგორც ნოდარ მელაძის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, ის არ გამორიცხავს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი თანამშრომლების დაბარება ნიკა გვარამიასთვის ბრალის დამძიმებას უკავშირდება.

ნოდარ მელაძის მხარდასაჭერად პროკურატურასთან ტელეკომპანია „მთავარის“, ასევე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტები და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მივიდნენ.

პროკურატურაში დაბარებულია ასევე სკანდალურად ცნობილი ჟურნალისტი გიორგი გაბუნია, რომელმაც ივლისის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უწმაწური სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენა.

პროკურატურა გაბუნიათი და მელაძით „რუსთავი2“-ის თანხების გაფლანგვის საქმის ფარგლებში დაინტერესდა. მას შემდეგ, რაც ტელეარხმა 18 ივლისს მფლობელები შეიცვალა, გამოირკვა, რომ არხს დიდი ფინანსური პრობლემები აქვს. თუმცა, გამოძიება უფრო ადრე დაიწყო – როდესაც ერთ–ერთმა ადრინდელმა თანამფლობელმა ნინო ნიჟარაძემ მიმართა გამოძიებას. პროკურატურას მიმართა ასევე ტელეკომპანიის ახალმა დირექტორმა პაატა სალიამაც.

საქმის მასალების მიხედვით, ნიკა გვარამია, როდესაც „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი იყო, მოქმედებდა ტელეკომპანიის ინტერესების საზიანოდ, რათა კომპანია „ინტერ მედია პლუსს“, რომელიც მის მეგობრებს ეკუთვნის, მრავალმილიონიანი მოგება მიეღო. სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა 2015 წლის იანვარში შეთანხმება, რომლითაც მას ტელეარხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მიენიჭა. იმ წელს „რუსთავი 2“-მა 7,4 მილიონი ლარით იზარალა, „ინტერ მედია პლუსის“ შემოსავალმა კი 8,7 მილიონი ლარი შეადგინა. 

გვარამიას გარდა საქმეში ფიგურირებს ტელეარხის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია. დამენიას ბრალად ედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით არხის „ქონებრივი უფლების გაფლანგვა“.

Rustavi 2-ის გენდირექტორი ვალებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს იწყებს>>

გვარამიას ბრალი ედება „კომერციულ მოსყიდვასა“ და „ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია“, ასევე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

პროკურატურაში დაკითხვაზე მოწმის სახით უკვე იმყოფებოდნენ „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ზაალ უდუმაშვილი, საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ლაფერაშვილი.

პროკურატურაში ასევე გამოიძახეს ზურაბ გუმბარიძე – კომპანია „ინტერმედიის“ ერთ-ერთი მფლობელი, რომელიც, როგორც „ინტერ მედია პლუსი“, „რუსთავი2“-ის კონტრაქტორი იყო.

გუმბარიძე ტელეკომპანია „ფორმულის“ გენერალური დირექტორია, რომელმაც ამ დღეებში უნდა დაიწყოს სრულფასოვანი ფუნქციონირება.

106
თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (194)
დაკეტილი რესტორნები და კაფეები აბანოთუბანში

საქართველო განაგრძობს საერთაშორისო დონორებისგან ფინანსური მხარდაჭერის მიღებას

9
(განახლებულია 08:55 25.05.2020)
დაფინანსება საბიუჯეტო დახმარებას წარმოადგენს და მიმართული იქნება მთავრობის ასიგნების მხარდაჭერისთვის

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) საქართველოს COVID-19–თან ბრძოლისთვის, ასევე ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის მხარდაჭერისთვის 190 მილიონ ევროს გამოუყოფს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

შესაბამისად, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და AFD–ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა გაელლე ასაიაჟმა და საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა ხელი მოაწერეს ორ ხელშეკრულებას.

უწყების ინფორმაციით, ეს დაფინანსება საბიუჯეტო დახმარებას წარმოადგენს და მიმართული იქნება მთავრობის ასიგნების მხარდაჭერისთვის.

შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან, წარმოადგენს იმ ფინანსური მხარდაჭერის ნაწილს, რომელიც საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო პარტნიორული დონორი ორგანიზაციებისგან მიიღო.

მსოფლიო ბანკი საქართველოს მოსახლეობას კორონავირუსის პანდემიის დაძლევაში დაეხმარება>>

საერთაშორისო სავალუტო ფონდი დათანხმდა პროგრამა „დაფინანსების გაფართოების მექანიზმის“ გაგრძელებას, რაც საქართველოსთვის წლის ბოლომდე 447 მილიონი დოლარის გამოყოფას ნიშნავს. ამას გარდა, რიგი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები საქართველოს 1,5 მილიარდ დოლარს გამოუყოფენ 2020 წლის ბოლომდე.

9
თემები:
COVID-19 საქართველოში
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 25 მაისს

29
(განახლებულია 18:26 24.05.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0004 ლარით გამყარდა

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,1916 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0004 ლარით გამყარდა.

ლარის კურსი 25 მაისს
ლარის კურსი 25 მაისს
29
თემები:
ლარის კურსი დღეს