ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი აშენდება

© photo : courtesy of Faig Huseynovრაჭა
რაჭა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ონში უკვე არის ერთი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც 1991 წელს ძლიერი მიწისძვრის შედეგად სერიოზულად დაზიანდა.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ონის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის თაოსნობით მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ელექტრომონტაჟი" ააშენებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 5.5 მილიონი ლარია. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყება და 18 თვეში უნდა დასრულდეს.

მამუკა ბახტაძე რაჭაში დღესასწაულზე - Sputnik საქართველო
რაჭა ოთხსეზონიანი კურორტი გახდება

ახალ, ორსართულიან მუზეუმში იქნება: საკონფერენციო დარბაზი, ფონდსაცავი, ბიბლიოთეკა, მედიათეკა და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცე. შენობა იქნება თანამედროვე სტანდარტების და სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

მხარეთმცოდნეობის მუზეუმის აშენების შესახებ განკარგულება საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის მაისში გამოსცა.

ონში უკვე არის ერთი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც 1948 წელს აშენდა. თუმცა 1991 წელს ძლიერი მიწისძვრის შედეგად მუზეუმის შენობა სერიოზულად დაზიანდა. მასში დაცული ექსპონატების კოლექცია დღემდე ავარიულ შენობაშია მოთავსებული.

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს მდიდარი ფონდი გააჩნია – 14 ათასზე მეტი ექსპონატი. მის კედლებში ინახება სხვადასხვა არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ნუმიზმატური კოლექციები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ხელნაწერები და ძველი ბეჭდური წიგნები, ორიგინალური ისტორიული დოკუმენტები და ფოტომასალები, ასევე ეკლესიების ორნამენტული რელიეფები, ბარელიეფები და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0