ბათუმის საფეხბურთო სტადიონი დაგეგმილზე ადრე გაიხსნება

© courtesy of LTD Stadiumბათუმის სტადიონის მშენებლობა
ბათუმის სტადიონის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმის ახალ სტადიონზე მატჩები უკვე 2020 წლის იანვრიდან გაიმართება.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. უეფას სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დასკვნით ფაზაში შევიდა და ის დაგეგმილზე ადრე გაიხსნება, ნათქვამია კომპანია „სტადიონის" განცხადებაში.

კომპანია „სტადიონი" ამ 100-მილიონიანი პროექტის დამკვეთია. სამშენებლო კომპანია „ანაგისთან" შეთანხმების თანახმად, სამუშაოები 2020 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. სტადიონი 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი.

© LTD Stadium / FB ბათუმის სტადიონის მშენებლობა
ბათუმის საფეხბურთო სტადიონი დაგეგმილზე ადრე გაიხსნება - Sputnik საქართველო
ბათუმის სტადიონის მშენებლობა

„მოედნის მშენებლობა დასკვნით ფაზაში გადავიდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები და ვგეგმავთ მოედნის საფარის დაგებას... შესრულებული სამუშაოები სრულად შეესაბამება უეფას სტანდარტებსა და მოთხოვნებს. მიმდინარე ტემპიდან გამომდინარე, ვგეგმვათ სტადიონის მშენებლობის დასრულებას იმაზე ადრე, ვიდრე ეს ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული", – ნათქვამია განცხადებაში.

© LTD Stadium / FBბათუმის სტადიონის მშენებლობა
ბათუმის საფეხბურთო სტადიონი დაგეგმილზე ადრე გაიხსნება - Sputnik საქართველო
ბათუმის სტადიონის მშენებლობა

სტადიონზე მატჩები, შესაძლოა, უკვე 2020 წლის იანვრიდან გაიმართოს.

სტადიონი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზეა განლაგებული.

ყველა ახალი ამბავი
0