ახალი ძალა საქართველოს თავდაცვაში: ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსი დასრულდა

გამოწერა
საზეიმო ვითარებაში ფიცი 93-მა ლეიტენანტმა დადო

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსი დასრულდა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წელს აკადემია 74-მა იუნკერმა დაასრულა, 19-მა მსმენელმა კი ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსი გაიარა.

საკანდიდატო კურსის დასრულება საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა, 93-მა ლეიტენანტმა საზეიმო ვითარებაში ფიცი დადო.

კურსდამთავრებულ იუნკერებს, რომელთა შორის გოგონებიც არიან, ლეიტენანტის წოდება და ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭათ მენეჯმენტის, ინფორმატიკის და ასევე თავდაცვა-უსაფრთხოების სპეციალობებში.

კურსის დასრულება იუნკერებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცა.

ოთხი წლის განმავლობაში იუნკერები აქტიურად იყვნენ ჩართული „იუნკერთა ლიდერად ჩამოყალიბების სისტემაში", მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში, ასევე სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ სამეცნიერო და ტექნიკურ კონფერენციებში, სტუდენტურ დღეებში, საერთაშორისო რეგიონალურ გამოფენაში, სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში, ინტელექტუალურ თამაშებსა და სატელევიზიო პროექტებში.

ყველა ახალი ამბავი
0