ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: თბილისი ზარალის რეალურ რაოდენობას არ ამხელს

78
(განახლებულია 13:20 14.08.2019)
ნინო ბურჯანაძე ირწმუნება, რომ საქართველოს ხელისუფლება ტურისტული ბიზნესისთვის მიყენებული ზარალის რეალურ რაოდენობას ამცირებს.

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ათზე მეტად ამცირებს იმ ფინანსური  დანაკარგების შესახებ მონაცემებს, რაც რუსეთიდან ტურისტების ნაკადის შემცირებას მოჰყვა, განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სააგენტო НСН-თან ინტერვიუში. 

მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ტურისტულმა ბიზნესმა ივლისში 60 მლნ დოლარი იზარალა.

„სამოცი მილიონი, ჩემი აზრით, ძალიან შემცირებული ციფრია. ყველა ექსპერტი ათჯერ მეტ ზარალზე საუბრობდა, დაახლოებით 700 მილიონზე“, — განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ამაზე მეტყველებს ლარის კურსის ძლიერი დაცემა, როდესაც 1 დოლარის ღირებულება პრაქტიკულად 3 ლარს გაუტოლდა.

შეგახსენებთ: საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლისა და აქედან გამომდინარე, საპროტესტო აქციების ფონზე, რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოში პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. ამ ღონისძიებას ქვეყანაში ტურისტული ნაკადის შემცირება მოჰყვა, რაც ნეგატიურად აისახა ტურისტული ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების რაოდენობაზე.

78
გიორგი შაქარაშვილი

შაქარაშვილის საქმე შესაძლოა თავდაყირა დადგეს - საქმეში თეთრპერანგიანი მამაკაცი გამოჩნდა

29
(განახლებულია 12:11 08.07.2020)
19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმე შესაძლოა თავდაყირა დადგეს. საქმეში თეთრპერანგიანი მამაკაცი გამოჩნდა

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციითსაქმეს ახალი ფიგურანტი ჰყავს - თეთრპერანგიანი მამაკაცი, რომელიც მას შემდეგ გამოჩნდა დიდუბის ტერიტორიაზე, რაც შაქარაშვილის გაუჩინარებიდან მალევე გური ამირხანაშვილი, საქმის „ოქროს მოწმე“, ტოიოტას მარკის ავტომობილის მგზავრებმა დიდუბის ტერიტორიაზე ჩამოსვეს.

საქმეშია „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურის კადრები, რომელიც ადასტურებს, რომ თეთრპერანგიან მამაკაცს, საქმის მთავარ მოწმესთან, გური ამირხანაშვილთან შეხვედრა ჰქონდა. საქმეში კამერის მხოლოდ დღის ჩანაწერი დევს, საკვანძო მომენტები კი გამქრალია. არ ჩანს მანქანის ნომერი და თეთრპერანგიანის ამოცნობაც შეუძლებელია.

ტელეკომპანიის ჟურნალისტები ერთ-ერთი დაწესებულების თანამშრომლებს ესაუბრნენ, რომლის კამერებსაც წესით გური ამირხანაშვილისა და თეთრპერანგიანის შეხვედრა უნდა დაეფიქსირებინა, თუმცა მაღაზიის კამერები პროკურატურის მიერ ამოღებული არ არის. მაღაზიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ არ იციან მივიდნენ თუ არა დაწესებულებაში სამართალდამცავები.

ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლები კი ცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა კამერების თითქმის ყველა ჩანაწერები ამოიღეს, თუმცა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში არ არის იმ ზედხედ კამერის ჩანაწერები, რომელსაც, სავარაუდოდ, თეთრპერანგიანი მამაკაცის სახის, ან მანქანის ნომრის დაფიქსირება შეეძლო.

სკანდალური განცხადება გააკეთა 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ შემთხვევის ადგილზე მესამე მანქანა ყოფილიყო.

როგორც ადვოკატი გიორგი ყიფშიძე აცხადებს, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღის განმავლობაში წყალში არ ყოფილა და მისივე თქმით, ცხედარს ხრწნის კვალი არ ეტყობოდა.

„ჩვენ მესამე მანქანა პირობითად ვთქვით, შეიძლება იქ იყო მეოთხეც და მეხუთეც. არ არის გამორიცხული, რომ ეს ბავშვი წაიღეს და შემდეგ მოიტანეს. ეს ყველაფერი თავისი ჭკუით დაალაგეს და ისევ ჩააგდეს წყალში – ეს იყო ჩვენი ვარაუდი“, – ამბობს „მთავარ არხთან“ ინტერვიუში გიორგი ყიფშიძე.

მისი თქმით, შესაძლოა საქმეში დაზარალებულებად ცნობილები მალე ბრალდებულებიც გახდნენ.

22 ივნისს 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

18-19 ივნისის ღამით მომხდარ ფაქტებზე აღძრულ საქმეებზე 26 ივნისს 17 პირი დააკავეს. მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი – სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ბრალდებულთა შორის არიან ფეხბურთელები, მორაგბეები, მოჭიდავეები. მათგან რამდენიმე თავადაც დაზარალებულად ცნეს.

მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატების ნაწილმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა, ნაწილმა კი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს შაქარაშვილი მეგობართან ერთად ესწრებოდა მცხეთაში დაქირავებულ კერძო სახლში გამართულ წვეულებას, სადაც ერთ-ერთი გოგონას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. წვეულებაზე სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა. ურთიერთობების გარჩევა ქალაქისკენ მიმავალ ცენტრალურ მაგისტრალზე გაგრძელდა, სადაც საქმეში თბილისიდან ჩასული ახალი პირები ჩაერთვნენ, რადგან კონფლიქტის მონაწილეთა ნაწილმა თბილისიდან „დახმარება“ გამოიძახა.

მოწმეები ამტკიცებენ, რომ გიორგი შაქარაშვილი გარჩევის ადგილს გაერიდა და მდინარისკენ გაიქცა, შემდეგ კი მისი კვალი იკარგება. ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი ოთხი დღის ძებნის შემდეგ მაშველებმა და მყვინთავებმა მდინარეში იპოვეს.

29
რიყის პარკი

როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 10 ივლისს

51
(განახლებულია 10:57 08.07.2020)
პარასკევს კვლავ სიცხე იქნება - დედაქალაქში დღისით პლუს 33 გრადუსი იქნება, და თუ გაგვიმართლებს, ჰაერს წვიმაც გააგრილებს.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით პარასკევს, 10 ივლისს უპირატესად მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

მზე 05:35 საათზე ამოვა და 20:36 საათზე ჩავა.

ტემპერატურა ღამით იქნება +21, ხოლო დღისით +33 გრადუსი.

ქარი ღამით 17-22 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დღისით კი ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრი იქნება.

51
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში