დღეიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ივლის

© courtesy of Georgian Railwayმატარებელი თბილისი-ბათუმი
მატარებელი თბილისი-ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამატებითი მატარებელი საკურორტო სეზონზე გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით დაინიშნა

თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. „საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან და ბათუმიდან ორივე მიმართულებით სამგზავრო მატარებელს ამატებს, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დამატებითი მატარებელი საკურორტო სეზონზე  გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით დაინიშნა.

უწყების ცნობით, მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს:

ჯარედ ლეტო - Sputnik საქართველო
ჯარედ ლეტოს ჯგუფის კონცერტზე შეკვეთილში დამატებითი მატარებელი დაინიშნა

გასვლა თბილისიდან – 09:05 საათი;

ჩასვლა ბათუმში – 14:42 საათი;

გამოსვლა ბათუმიდან – 18:30 საათი;

ჩამოსვლა თბილისში – 00:07 საათი.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით, ასევე, ვებგვერდებზე: Railway.ge, Tkt.ge, Biletebi.ge, Matarebeli.ge,  სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

ყველა ახალი ამბავი
0