„მთლად ასეთ სამარცხვინოობას არ ველოდი“ - გვარამია ბრალდებას აფასებს

© Sputnik / Vladimir Umikashviliნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების ინფორმაციით, გვარამიამ  „ინტერმედია პლუსისგან“ არ მოითხოვა დაახლოებით 6,8 მლნ ლარი. მოგვიანებით აღნიშნულმა კომპანიამ გვარამიას ორი ბინა გადასცა თბილისში, რომლებიც ამ უკანასკნელმა 602,5 ათას ლარზე მეტად გაყიდა.

თბილისი, 9 აგვისტო − Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი 2−ის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა  ნიკა გვარამიამ სამარცხვინო უწოდა მისთვის წარდგენილ ბრალდებას. 

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
ნიკა გვარამიას ბრალს წარუდგენენ

საქართველოს პროკურატურამ დღეს ნიკა გვარამია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა. გამოძიებას ეჭვები „რუსთავი 2-სა“ და კომპანია „ინტერმედია პლუსს“ შორის გაფორმებულ კონტრაქტთან დაკავშირებით გაუჩნდა, რომლის მფლობელებიც გვარამიას მეგობრები არიან. 

გამოძიების ინფორმაციით, გვარამიამ  „ინტერმედია პლუსისგან“ არ მოითხოვა დაახლოებით 6,8 მლნ ლარი. მოგვიანებით აღნიშნულმა კომპანიამ გვარამიას ორი ბინა გადასცა თბილისში, რომლებიც ამ უკანასკნელმა 602,5 ათას ლარზე მეტად გაყიდა.

„მთლად ასეთ სამარცხვინობას ნამდვილად არ ველოდი. ვალის ხელშეკრულება მაქვს ინტერმედიასთან და ნატურით გადამიხადეს. სახლი გავყიდე და იქიდან აღებული ფული ვასესხე ინტერმედიას, ხელფასები რომ გაგვესტუმრებინა. ყველა დოკუმენტია ინტერმედიაში და ამოღებულია პროკურატურის მიერ“, — წერს ნიკა გვარამია საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენდირექტორი იქვე აღნიშნავს, რომ გამომძიებლებს ამ კონტრაქტთან დაკავშირებით დაკითხვაზე არანაირი კითხვა არ გასჩენიათ.

„დაკითხვაზე მაინც გეკითხათ რამე ამ საკითხზე. თუ ბრალის საფუძველი იყო, საერთოდ როგორ არ გიხსენებიათ?“ — წერს გვარამია.

ნიკა გვარამიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 220-ე მუხლით, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0