შავი ზღვის სანაპიროზე წყლის ხარისხი შეამოწმეს

© Sputnik / STRINGERმწვანე კონცხის პლაჟი
მწვანე კონცხის პლაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაღალი ხარისხით გამოირჩევა მწვანე კონცხის, სარფისა და ციხისძირის აკვატორიული წყლები

თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. წყლის კვლევამ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე აჩვენა, რომ ის ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა და წყალში ლითონის კონცენტრაციის თვალსაზრისით, შეესაბამება ნორმებს, მაგრამ პრობლემას ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, წარმოადგენს პლასტიკით დაბინძურება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

თბილისსა და რეგიონებში წყლის ხარისხი შემოწმდა>>

სააგენტოს მონაცემებით, ქართულ აკვატორიაში თევზის 125 სახეობა, მათ შორისაა, წითელ წიგნში შეტანილი ზუთხისებრთა წარმომადგენლების 4 სახეობა, რომლებიც შავ ზღვაში გასული საუკუნის 40–იანი წლებიდან აღარ დაფიქსირებულა. ბიომრავალფეროვნების კუთხით გამოირჩევა სარფის, მწვანე კონცხისა და ციხისძირის აკვატორიული წყლები.

თბილისის ზღვა - Sputnik საქართველო
შეიძლება თუ არა თბილისის ზღვაში ცურვა?

ამასთან, შავ ზღვაშიც აღმოჩენილი მყარი ნარჩენების თითქმის 83% პლასტმასზე და მიკროპლასტიკზე მოდის.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ აჭარაში ნარჩენების გაწმენდის ყველაზე დიდი სისტემაა.

საქართველოში ბოლო დროს აქტიურად ებრძვიან პლასტიკურ ნარჩენებს. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ქვეყანაში აიკრძალა პოლიეთილების თხელი პაკეტების გაყიდვა და ყველა პაკეტის იმპორტი, ხოლო 2019 წლის 1 აპრილიდან – ნებისმიერი პოლიეთილენის პარკის გაყიდვა.

აღსანიშნავია, რომ ასევე იკრძალება ოქსო-ბიოდეგრადირებადი პლასტიკური პაკეტების წარმოება. ამის პარალელურად სამინისტრო პლასტიკური და შუშის ბოთლებისთვის დეპოზიტების სისტემას ამუშავებს, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი ბოთლების ჩაბარების შემთხვევაში თანხის მიღებას შეძლებს.

საქართველოში 1 აპრილიდან პოლიეთილენის პაკეტები აიკრძალა>>

გარდა ამისა, ფართოვდება, მაგალითად, პაკეტების, აკუმულატორების, ზეთებისა და მსგავსი პროდუქციის მწარმოებლებისა და იმპორტიორების ვალდებულებები ნარჩენების მართვაზე.

პოლიეთილენის პაკეტის გამოყენება გლობალური მასშტაბის პრობლემაა. ბუნებაში მის დაშლას არანაკლებ 400 წელი სჭირდება.


ყველა ახალი ამბავი
0