კასპისა და მცხეთის სოფლებს გაზი არ მიეწოდებათ

© photo: Sputnik / Stringerგაზი
გაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" საგურამო–ქუთაისის მაგისტრალურ გაზსადენს არემონტებს.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. დაგეგმილი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ქალაქ კასპის, კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების 70-მდე სოფელს გაზმომარაგება შეუწყდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაზე" დაყრდნობით.

აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში გაზის მიწოდება გამთენიისას შეწყდა. მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება 17:00 საათამდე აღუდგება. სარემონრო სამუშაოებს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" საგურამო–ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის მუხრანი–კასპის მონაკვეთზე ახორციელებს.

ყველა ახალი ამბავი
0