მესტიაში წყალმომარაგება აღდგა

© Mestiachala HPP / FB„მესტიაჭალაჰესი 1“-ზე შენობა
„მესტიაჭალაჰესი 1“-ზე შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
26-27 ივლისს მესტიის უდიდესი ნაწილი წყლის გარეშე იყო დარჩენილი

თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. დღეს დილიდან მესტიის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება აღუდგა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებაზე დაყრდნობით.

წყალდიდობის შენეგები სვანეთში - Sputnik საქართველო
სვანეთში დასახლებული პუნქტი წყალდიდობისგან ჰესმა იხსნა

სასმელი წყლის პრობლემა დაბა მესტიაში სტიქიის შემდეგ გაჩნდა. 25 ივლისს მყინვარ ლეხზირთან უხვი ნალექის გამო მდინარე დაგუბდა, შემდეგ წყალი გადმოვიდა და „მესტიაჭალაჰესი 1“-ზე შენობა დატბორა. ასევე, წაღებულია ხიდი და კვების ობიექტი.

მდინარემ და მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა სასმელი წყლის წყალსადენიც, რის გამო 26-27 ივლისს წყლის გარეშე იყო დარჩენილი მესტიის უდიდესი ნაწილი. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობდა წყალსადენის აღდგენითი სამუშაოები.

რაც შეეხება „მესტიაჭალაჰესი-1-ს“,  სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.

უამინდობამ პრობლემები შექმნა ასევე მულახის თემის რამდენიმე სოფელში. ადიდებულმა მდინარე მულხურამ ჭოლაშში, ჟაბეშსა და ჩვაბიანში ხიდები და გზები დააზიანა.

ყველა ახალი ამბავი
0