საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა „თიბისი ბანკს“ მხარდაჭერა გამოუცხადეს

© Sputnik / Alexander Imedashviliთიბისი ბანკის ოფისი
თიბისი ბანკის ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
EBRD და „საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია“ (IFC) ელოდებიან საქმის სამართლიან და გამჭვირვალე გადაწყვეტას, რაც საბანკო საქმიანობას არასასურველ ზეგავლენას ააცილებს თავიდან.

თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. „თიბისი ბანკის“ მფლობელმა კომპანიამ - TBC Bank Group PLC-მა თავის პარტნიორებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) და „საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას“ (IFC) მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ბრალდების წარდგენისთანავე კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა, მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ, ბადრი ჯაფარიძემ დირექტორთა საბჭო დატოვეს. ამასთან, EBRD-მა და IFC-მა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ხაზარაძისა და ჯაფარიძის გადაწყვეტილებას საბჭოდან გასვლის შესახებ და ელოდებიან საქმის სამართლიან და გამჭვირვალე გადაწყვეტას, რაც საბანკო საქმიანობას არასასურველ ზეგავლენას ააცილებს თავიდან.


 TBC bank-ის მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: „თიბისი ბანკი“ - ძლიერი ფინანსური ინსტიტუტია

„ჩვენი ურთიერთობა EBRD-სა და IFC-თან ორ ათეულ წელს ითვლის, მათი მხარდაჭერა და თანამშრომლობა „თიბისი ბანკის” წარმატებისა და განვითარებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო. ჩვენ მივესალმებით და ვაფასებთ მათ ბოლოდროინდელ, მხარდამჭერ საჯარო განცხადებებს „თიბისი ბანკის” გარშემო და ველით, რომ ჩვენი გრძელვადიანი, წარმატებული ურთიერთობა, მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ოთხშაბათს პროკურატურამ ხაზარაძესა და მის ბიზნესპარტნიორ ბადრი ჯაფარიძეს 2008 წელს „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი საბანკო ოპერაციის შედეგად 17 მილიონი დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია წაუყენა ბრალად.

„პარლამენტი ყურადღებით აკვირდება" – თალაკვაძე TBC Bank-ის საქმესთან დაკავშირებით >>

პარასკევს სასამართლომ თითოეულს გირაოს სახით 700 ათასი ლარი შეუფარდა და აუკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე.

ყველა ახალი ამბავი
0