რა გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე

© AP Photo / Christian Lutzადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში სპეცოპერაციის დროს მოკლული 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლების სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში დაკმაყოფილდა

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. თბილისში 2006 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლული 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლებმა მოიგეს საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოში და მათ სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 50 ათასი ევრო ერგება, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სასამართლომ შსს-ს ექს-ჩინოვნიკებთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა >>

მკვლელობა მოხდა 2006 წლის მაისში, ძველი ხელისუფლების დროს. იმ დღეს ჩატარდა სპეცოპერაცია, რომელშიც, სულ მცირე, პოლიციის 50 თანამშრომელი მონაწილეობდა. მათ  70-ზე მეტი ტყვია ესროლეს მანქანას, რომელშიც 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილი, 25 წლის ალექსანდრე ხუბულოვი და 22 წლის ბონდო ფუთურიძე იმყოფებოდნენ. ვაზაგაშვილი და ხუბულოვი დაიღუპნენ, მძიმედ დაჭრილი ფუთურიძე კი გადარჩა.

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2"-ის ახალი გენდირექტორი ხალვაშის ადვოკატი გახდა

„საქმეზე პირველადი გამოძიება წარიმართა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფონზე. მომჩივნებმა თბილისის პროკურატურას არაერთხელ მიმართეს იმის თაობაზე, რომ გამოძიება არ იყო სრულყოფილი და მიუკერძოებელი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ზურაბის მშობლებმა, იური ვაზაგაშვილმა და ციალა შანავამ სტრასბურგის სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბერს მიმართეს. ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მათი სარჩელი და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებით და პროცედურულ დარღვევას.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა იყო არაპროპორციული და არ იყო აუცილებელი. ვაზაგაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან 8 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ხუბულოვს - 9.

სახელმწიფომ ვანო მერაბიშვილს ოთხი ათასი ევრო გადაუხადა >>

საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „კორტების საქმის“ ხელახალი გამოძიება დაიწყო. პროკურატურაში განაცხადეს, რომ ვაზაგაშვილი და ხუბულოვი მოკლეს შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, რომელიც შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის, ირაკლი ფირცხალავას მიერ იყო მომზადებული.

2015 წლის ოქტომბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ ფირცხალავასა და შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის გიორგი ცააძის მიმართ 12 წლით პატიმრობა გამოიყენა. ისინი დამნაშავედ ცნეს მუხლით „განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებში“.

სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო
საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში საქმე რუსეთის წინააღმდეგ მოიგო

„მართალია, განახლებული გამოძიების შედეგად 2015 წელს დამნაშავეები მიეცნენ პასუხისგებაში, მაგრამ ეს მოხდა მკვლელობიდან მხოლოდ 9 წლის შემდეგ. ყოველივე ამის გამო, დადგინდა მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევაც“, - აცხადებს იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოზე დაყრდნობით.

„კორტების“ საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებიც მიეცა.

შსს-ს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილ უფროსს კახაბერ ნაკანს — სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 6 წლის ვადით პატიმრობა შეეფარდა, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელს ლევან ბეროძეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო კრიმინალური პოლიციის ყოფილ გამომძიებელს გრიგოლ კვინიკაძეს ადამიანის წინასწარგანზრახვით უკანონო დაკავებისთვის დაუსწრებლად 4 წლით და 6 თვის ვადით პატიმრობა შეეფარდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0