თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაშკენტი–თბილისის მიმართულებით დღეს პირველ რეისს შეასრულებს უზბეკეთის ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ის თვითმფრინავი, იუწყება თბილისის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია”.
ზაფხულის სეზონზე რეისები კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათსა და კვირას Airbus 320 და Boeing 757 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
უზბეკეთის ეროვნული გადამზიდავი ავიაკომპანია Uzbekistan Airways 1992 წელს დაარსდა. დღეისათვის ავიაკომპანია ფრენებს 40 სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს. Uzbekistan Airways-ის ავიაპარკი 31 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება.
© Sputnik / Konstantin Ivanovსაქართველოს ავიაბაზარი 2018 წელს
საქართველოს ავიაბაზარი 2018 წელს