ქართული ჯარის ქვედანაყოფები

თავდაცვის სამინისტროს სარეზერვო სამსახურში მიღება დაიწყო

185
საქართველოს თავდაცვის ძალების აქტიურ რეზერვში სამსახური ხუთ წელს გრძელდება და წელიწადში მხოლოდ 45 დღიან საბრძოლო მომზადებას გულისხმობს

თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. თავდაცვის სამინისტრომ ანაზღაურებად აქტიურ რეზერვში ჩარიცხვის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

რამდენი იხარჯება საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაზე - მინისტრის განმარტება >>

აქტიური რეზერვი - საქართველოში სამხედრო სამსახურის ახალი სახეა. თავდაცვის ძალების აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა 2018 წლის ოქტომბერში კახეთის რეგიონში დაიწყო.

აქტიურ რეზერვში ჩარიცხვის მსურველთა განაცხადების მიღება 1 სექტემბრამდე იწარმოებს თბილისში, მცხეთაში და იმერეთის რეგიონში.

რეზერვში ჩარიცხვა შეუძლიათ 18-დან 50 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს. მათ შეუძლიათ იცხოვრონ ჩვეული რითმით - ისწავლონ ან იმუშაონ. აქტიურ რეზერვში სამსახური ხუთ წელს გრძელდება და წელიწადში მხოლოდ 45 დღიან საბრძოლო მომზადებას ითვალისწინებს.

აქტიურ რეზერვში ჩარიცხულები ყოველთვიურად მიიღებენ ხელფასს. მინიმალური წლიური ხელფასი 2700 ლარს შეადგენს. სტუდენტები, რომლებიც აქტიურ რეზერვს გაივლიან, სწავლის დასრულების შემდეგ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ცნობას მიიღებენ.

საქართველოში გატარებული რეფორმის შედეგად ორი სახის სარეზერვო სამსახური ჩამოყალიბდა - აქტიური და სამობილიზაციო რეზერვი.

თავდაცვის სამინისტრო ჯარში ღია კარის დღეებს გეგმავს >>

სამობილიზაციო რეზერვი, აქტიურისგან განსხვავებით, სავალდებულო ხასიათისაა. მისი მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსება.

აქტიური რეზერვი იყოფა თავდაცვის ძალების რეზერვზე, ტერიტორიულ რეზერვზე და სპეციალისტების რეზერვზე.

რეზერვისა და თავდაცვის ძალების მობილიზაციის კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე წელი გრძელდებოდა და საბოლოოდ 2018 წლის იანვრისთვის ჩამოყალიბდა.

185
თემები:
საქართველოს თავდაცვა (53)