საშტორმო გაფრთხილება – შავ ზღვაში შესვლა იკრძალება

© Sputnik / STRINGERშტორმი შავ ზღვაზე
შტორმი შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასარიდებლად, სანაპირო ზოლზე მაშველთა დამატებითი ჯგუფებია მობილიზებული.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. უამინდობის გამო შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 4–ბალიანი შტორმი და მოსალედნელია მისი გაძლიერება, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კატეგორიულად აფრთხილებს მოსახლეობას არ შევიდნენ ზღვაში და სანაპირო ზოლზე უმეთვალყურეოდ არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები.

„სანაპირო ზოლზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია. ასევე, მობილიზებულია წყალზე მაშველებთა დამატებითი ჯგუფები, ისინი პატრულირებენ სანაპირო ზოლზე და ხმის გამაძლიერებლებით მოსახლეობას რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასარიდებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები.

საქართველოში ამინდი გაუარესდება: წვიმა, ღელვა და მეწყერი>>

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილონ მაშველების რეკომენდაციებს.

ყველა ახალი ამბავი
0