აქცია პარლამენტთან

პროკურორი: დასტურდება, რომ მელია მომიტინგეებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდა

130
(განახლებულია 18:48 26.06.2019)
ნიკანორ მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხანგრძლივი ვადით.

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ნიკა მელია ტრიბუნის მიღმა, მეგაფონის გარეშე მომიტინგეებს ნებისმიერი, მათ შორის ძალადობრივი გზით პარლამენტის შენობაში შესვლისკენ მოუწოდებდა, განაცხადა საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტში, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე, სადაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობენ.

ნიკა მელია კარგად ჩანს როგორც მედიასაშუალებებით, ისე ადამიანების მიერ მობილური ტელეფონებით გადაღებულ კადრებში, აღნიშნა პროკურორმა.

პროკურორის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ამ უამრავი მასალის დამუშავება მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმე შეიცავს ძალიან ბევრ, მათ შორის ელექტრონულ ინფორმაციას, რომელსაც სჭირდება შესაბამისი ასლის დამზადება, რათა დაცვის მხარეს გადაეცეს. მისი თქმით ადვოკატს ყველა მტკიცებულება, რაც გამოძიების ეტაპზე იქნა მოპოვებული, 15:00 საათზე გადაეცემა.

ნიკა მელიას ბრალი წაუყენეს>>

„საუბარია მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც ადასტურებს არა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ის ტელევიზიების წინ გამოსვლისას მეგაფონით მოუწოდებდა ხალხს პარლამენტში შესვლისკენ მშვიდობიანი გზით, ხელებაწეული, არამედ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ტრიბუნის მიღმა, მეგაფონის გარეშე ნიკა მელია მიტინგზე მყოფ პირებს მოუწოდებდა, ნებისმიერი გზით, მათ შორის ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით, პარლამენტის შენობაში შესვლისკენ. საქმეში ასევე მოიპოვება ვიდეოჩანაწერი, რომლითაც დასტურდება ნიკა მელიას მონაწილეობა“, – განაცხადა გულუაშვილმა.

პროკურორის განცხადებით, მტკიცებულებათა შეკრებისას სრულად არის დაცული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, ასევე საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.

„ნიკანორ მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, რაც მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხანგრძლივი ვადით“, – განაცხადა გულუაშვილმა.

დეპუტატ ნიკა მელიას პროკურატურამ ბრალი დღეს წაუყენა.

საპროტესტო აქცია 20 ივნისს, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის თბილისში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, თავდაპირველად მშვიდობიანი ხასიათისა იყო, მაგრამ 22:00 საათისთვის აქციის მონაწილეთა ჯგუფი, ძალის გამოყენებითა და პოლიციელებზე თავდასხმით, პარლამენტის შენობის შტურმით აღებას შეეცადა. პოლიციამ აქცია ორი საათის შემდეგ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

130
თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
კახა მამულაშვილი ნიკოლოზ მამულაშვილი

მამულიჩას პირველი ცოლი ცნობილი მსახიობის დედინაცვალია ულამაზესი ქალის ფოტოები

2289
(განახლებულია 14:37 31.07.2020)
ცნობილი პროდიუსერის ყოფილი მეუღლე ამჟამად დაქორწინებულია ცნობილი მსახიობის ყოფილ მეუღლეზე, რომელსაც ასევე ცნობილი მსახიობი შვილი ჰყავს.

ცნობილი პროდიუსერის კახა მამულაშვილის პირველი მეუღლე პროფესიით ინტერიერის დიზაინერი ნინო ნოზაძეა. წყვილს საერთო ვაჟი ნიკო მამულაშვილი ჰყავს, რომელიც დაქორწინებულია და პატარა ალეს მამაა. ნიკოს წყალობით მამულიჩა და ნინო უკვე გახდნენ ბებია-ბაბუა.

View this post on Instagram

A post shared by Misha Japaridze (@mjaparidze_) on

მამულიჩა ამჟამად მომღერალ ლელა წურწუმიაზეა დაქორწინებული, მათ საერთო შვილი – 18 წლის მარიკო ჰყავთ. ქართულ შოუ-ბიზნესში ისინი ერთ-ერთ ბედნიერ წყვილად ითვლებიან.

View this post on Instagram

A post shared by Dkvirikadze (@dkvirikadze) on

დაქორწინებულია ნინო ნოზაძეც. მისი მეუღლე ცნობილი მსახიობის ნინო ქორიძის ყოფილი მეუღლე დათო კვირიკაძეა, რომელიც ცნობილი მსახიობის ირაკლი კვირიკაძის მამაა.

View this post on Instagram

A post shared by Nino Nozadze (@ninoni04) on

ირაკლი კვირიკაძე ჰოლივუდში მოდელ მეუღლესთან ელენე მახარაშვილთან ერთად ცხოვრობს. ნინო ქორიძე პატარა ასაკში დაოჯახდა. ამჟამად ის მსახიობ თორნიკე გოგრიჭიანზეა დაქორწინებული და მეორე შვილს ნატაშას ზრდიან.

2289
თემები:
სელებრითების ცხოვრება
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში 12 აგვისტოს

27
(განახლებულია 10:15 10.08.2020)
დედაქალაქში ოთხშაბათს ძირითადად მზიანი ამინდი იქნება, მაგრამ მოსალოდნელია წვიმაც. დღისით ჰაერი 32 გრადუსამდე მოიმატებს

თბილისი, 10 აგვისტო - Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში ოთხშაბათს, 12 აგვისტოს უპირატესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება +22, ხოლო დღისით +32 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:06 საათზე ამოვა და 20:04 საათზე ჩავა.

27
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში