ქართული ნაკრძალები შეიძლება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის „მწვანე ნუსხაში" მოხვდეს

გამოწერა
საქართველოში 86 დაცული ტერიტორიაა, რომლებიც ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. დაგეგმილია საქართველოს დაცული ტერიტორიების ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) „მწვანე ნუსხაში" შეტანა.

„მწვანე ნუსხა" (Green list standard) 2014 წელს შეიქმნა. მასში დაცული ტერიტორიების გაწევრიანებისთვის 4 კომპონენტის დაკმაყოფილებაა საჭირო, რასაც 50 ინდიკატორი ზომავს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყნის უნიკალური ტერიტორიები, რომლებიც ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა, ამ ნუსხაში შევიდეს. საქართველოში ამჟამად სულ 86 დაცული ტერიტორიაა.

კოლხური ტყე - Sputnik საქართველო
გურიაში ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა

საქართველოში ჩამოვიდნენ IUCN-ის ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებმაც ქართველ კოლეგებს „მწვანე ნუსხის" სტანდარტები და მისი წევრობის წესები გააცნეს, ნათქვამია საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.

IUCN ესაა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების სფეროში მუშაობს. სწორედ IUCN-ის მონაწილეობით შეიქმნა 1961 წელს ბუნების მსოფლიო ფონდი (WWF). 1963 წელს ორგანიზაციამ შეიმუშავა გაქრობის პირას მყოფი სახეობები წითელი ნუსხა. ორგანიზაცია 1972 წელს ოფიციალურად ამოქმედდა გაეროს კონფერენციის მუშაობაში გარემოს პრობლემების საკითხებზე.

საქართველოს ეროვნულ პარკებს სულ უფრო მეტი უცხოელი სტუმრობს>>

IUCN-ში გაერთიანებულია 1,3 ათასი ორგანიზაცია და 181 ქვეყნის 14,5 ათასი მეცნიერი და ექსპერტი.

ყველა ახალი ამბავი
0