საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენელთა შეხვედრა

საქართველომ და აზერბაიჯანმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი

99
(განახლებულია 20:01 12.06.2019)
გაბალაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების მორიგი მინისტერიალი გაიმართა.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგა ზაქირ ჰასანოვმა მიმდინარე წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი, ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში ოთხშაბათს სამი ქვეყნის – საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს რეგიონში არსებული სამხედრო-პოლიტიკური ვითარება, სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხები სამმხრივ ფორმატში და რეგიონული პროექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თემები.

იზორიასთან შეხვედრისას ჰასანოვმა ისაუბრა აზერბაიჯანისა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ნატოს პროგრამებში. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, ამასთან, აღნიშნა, რომ აუცილებელია ამგვარი თანამშრომლობის გაფართოება და მნიშვნელოვანია მაღალი დონის ასეთი შეხვედრების ჩატარება.

იზორიამ განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მაღალი დონეა და ამის თვალსაჩინო მაგალითად თავისი ვიზიტი დაასახელა. მინისტრებმა ასევე ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები რეგიონში არსებული ვითარებისა და სხვა, ქვეყნებისთვის საერთო ინტერესების მქონე საკითხების შესახებ.

თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ინტენსიური 2012 წლიდან გახდა. სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი თავდაცვის უწყებების მეთაურების დონეზე სამმხრივი ფორმატის მინისტერიალის ჩატარებას.

საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი სამხედრო თანამშრომლობას აფართოებენ>>

იმ პერიოდში თავდაცვის სამინისტროს ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდა. მინისტერიალი ტრადიციული გახდა და თითოეულ ქვეყანაში რიგრიგობით პერიოდულად ტარდება. მასზე, ძირითადად, განიხილება სამ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები.

დღევანდელი შეხვედრა რიგით მეშვიდე იყო.

99
თემები:
საქართველოს თავდაცვა (52)