Airzena - Georgian Airways

Georgian Airways-ი იმ ავიაკომპანიების ათეულშია, რომლის ბორტზეც ყველაზე გემრიელი კვებაა

69
(განახლებულია 15:17 06.06.2019)
ლიდერთა სამეულში არიან Uzbekistan Havo Yullary, Azerbaijan Hava Yollary და Turkish Airlines.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways იმ 10 ავიაკომპანიას შორის მოხვდა, რომელთა ბორტზეც, რუსეთის მოქალაქეების აზრით, ყველაზე გემრიელი კვებაა, ნათქვამია მოგზაურობის ონლაინ-სერვისის Туту.ру-ს განცხადებაში.

Туту.ру-მ გააანალიზა 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში მგზავრების მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული დაახლოებით 27,5 გამოხმაურება. საკუთარ შთაბეჭდილებებს მგზავრები ფრენის შემდეგ ტოვებდნენ.

მგზავრებს ათქულიანი სკალით უნდა შეეფასებინათ ავიაკომპანიაზე ზოგადი შთაბეჭდილება, ბორტგამცილებლების ურთიერთობები, კვების ხარისხი, თვითმფრინავის მდგომარეობა და გაფრენის სიზუსტე.

Sputnik-საქართველოსთვის" წარმოდგენილ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ რეიტინგში ვერ მოხვდნენ ავიაკომპანიები, რომლებსაც კვებასთან დაკავშირებით 30-ზე ნაკლები გამოხმაურება ჰქონდათ.

ამ რეიტინგით, „ყველაზე გემრიელი" ავიაკომპანიების ათეულს სათავეში უდგას Uzbekistan Havo Yullary (9,54 ქულა), შემდეგ მოდიან Azerbaijan Hava Yollary (9,35 ქულა) და Turkish Airlines (9,08 ქულა).

საქართველო 8,78 ქულით მეექვსე პოზიციაზე განთავსდა. მას გაუსწრო ყაზახურმა Air Astana-მ (8,98 ქულა).

რეიტინგში ასევე მოხვდნენ გერმანული Lufthansa, ტაჯიკური SomonAir, მოლდოვური Air Moldova, ბერძნული ორი კომპანია Ellinair და Aegean Airlines.

Georgian Airways-ს ეროვნული გადამზიდავის სტატუსი აქვს. კომპანიის მფლობელობაშია შვიდი საჰაერო ხომალდი, ხოლო საერთაშორისო ავიაგადაზიდვების ქართულ ბაზარზე მისი წილი 11%-ია.

69