„ზაფხული იწყება აქ" – ბათუმში ფესტივალი გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაფხულის ფესტივალის სტუმრებს გასართობი პროგრამა ელოდებათ.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად ბათუმში ზაფხულის ფესტივალით 15 ივნისს დაიწყება, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

უცვლელია ფესტივალის ჩატარების ადგილი და სლოგანი „ზაფხული იწყება აქ". ის ჩატარდება ანბანის კოშკის მოპირდაპირედ, ზღვის სანაპიროზე. ფესტივალი 14:00 საათზე დაიწყება და ღამის 03:00 საათზე გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.

Lyapis Trubetskoy ბათუმში კონცერტს გამართავს>>

პლაჟი გაფორმდება საზაფხულო დეკორაციებით. სტუმრებს ნამდვილი დღესასწაული ელოდებათ. მუსიკალურ პროგრამაზე იზრუნებენ ქართველი და უცხოელი შემსრულებლები და დიჯეები.

ბათუმი - Sputnik საქართველო
ბათუმში თბილისელი და სანქტ-პეტერბურგელი მხატვრების გამოფენა გაიხსნება

პლაჟზე იმუშავებს ღია კაფე-ბარები, სადაც სტუმრები სპეციალურ ფასად შეუკვეთენ სასმელებს, ნაყინს, ხილსა და კერძებს.

დღის განმავლობაში სტუმრებს ელოდებათ ნებისმიერ ასაკსა და კატეგორიაზე გათვლილი მრავალფეროვანი სპორტულ-გასართობი ღონისძიებები.

ფესტივალის ორგანიზატორია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო.

აჭარა ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2018 წელს აჭარას 1,9 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია, რაც წინა წლის პერიოდის მაჩვენებელს 23,7%-ით აღემატება.

ყველა ახალი ამბავი
0