საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის სადავო საკითხებს ბაქოში განიხილავენ

© AFP 2024 / GIUSEPPE CACACE ბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის სხდომა დიდი ხნის შესვენების შემდეგ გაიმართება.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ოფიციალური სხდომა ბაქოში 23–24 მაისს გაიმართება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости Грузия საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.

საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გზა გახსნეს, მაგრამ ქვეყანაში აჟიოტაჟი ამასთან დაკავშირებით არ შეწყვეტილა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
პროცესი დაიწყო - საქართველომ და აზერბაიჯანმა საზღვრის საკითხზე მუშაობა დაიწყეს

საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან – აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ხალაფ ხალაფოვი.

სადელიმიტაციო კომისიის თავმჯდომარეების პირველი სამუშაო შეხვედრა 14 მაისს ბაქოში გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების პრეს–სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3 შესაბამისი კომისიების მიერ უკვე შეთანხმებულია, ხოლო შეუთანხმებელ უბნებზე მხარეების პოზიციების შესაჯერებლად აქტიური კომუნიკაციის აღდგენაა აუცილებელი.

ზურაბიშვილი: საზღვრების შეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობას გააძლიერებს>>

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისია 1996 წელს შეიქმნა, მაგრამ ეს კომისია დიდი ხნის განმავლობაში არ მუშაობდა.

საქართველოს პატრიარქის შეხვედრა ქვეყნის მუსლიმ სასულიერო პირებთან  - Sputnik საქართველო
ილია მეორემ დავით-გარეჯთან შექმნილი ვითარება ქვეყნის მუსლიმ სასულიერო პირებთან განიხილა

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევარუდაბნოში მდებარეობს.

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, მათ შორის, თამარ მეფე.

დავით-გარეჯის კომპლექსის ნაწილი, მათ შორის, უდაბნოს მონასტერი, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, მთის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე მდებარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0