სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახური

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნაყინი შეამოწმა: გამოვლინდა თუ არა დარღვევა

447
(განახლებულია 19:32 22.05.2019)
უწყების ცნობით, სააგენტომ სეზონურობის გათვალისწინებით ნაყინის კონტროლი გაააქტიურა.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა შეამოწმეს ნაყინის საწარმოებში არსებული ვითარება, ასევე ბაზარზე სარეალიზაციოდ გამოტანილი პროდუქცია, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამომდინარე იქიდან, რომ ზაფხულში ნაყინზე მოთხოვნა იზრდება, სააგენტოს სპეციალისტებმა ნაყინის ნიმუშები დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებზე – სალმონელაზე, ლისტერია მონოციტოგენესსა და ტრანსცხიმებზე შეამოწმეს.

მონიტორინგის ფარგლებში თბილისსა და რეგიონებში ლაბორატორიულად გამოკვლეულია სხვადასხვა დასახელების ნაყინის 15 ნიმუში, რომელთაგან დარღვევა არც ერთში არ გამოვლენილა.

ინსპექტირების ჯგუფებმა უკვე ჩაატარეს 26 სახელმწიფო კონტროლი.

 

447
პროკურატურა

სიმართლის საძებნელად ქუჩაში: ბაჩალიაშვილის დედამ შიმშილობა დაიწყო

36
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა, რაზეც გამოძიება მიუთითებს და საქმეში FBI–ის ჩართვას მოითხოვს

თბილისი, 6 აგვისტო  — Sputnik.  შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით აღშფოთებულმა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა საქართველოს პროკურატურის შენობასთან შიმშილობა დაიწყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. გუშინ შსს–მ გოგონას კუთვნილი ნოუთბუქის ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც გოგონა სუიციდზე ფიქრობდა და თვითმკვლელობის მეთოდების შესახებ ინფორმაციას ეძებდა.

„მე არ მჯერა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ისინი იტყუებიან. ახლა დარბიან და ღამეები არ სძინავთ იმაზე ფიქრში, კიდევ რა ამოქექონ, რომ თვითმკვლელობის ვერსია დაადასტურონ. ჩემი შვილის მკვლელობაში ისინი თავად არიან ჩართული. მე აქ მოვედი რომ გითხრათ, მივმართავ რადიკალურ ზომას და შიმშილობას ვიწყებ“, – განაცხადა თამაზაშვილმა. 

მან ასევე მოთხოვა საქართველოს გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა, რომელიც შვილმკვდარ დედას შეხვედრაზე დათანხმდა.

გოგონას გარდაცვალების საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა – ვინმე ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც საკუთარ თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს.

როგორც მან განაცხადა, სხვა ახალგაზრდა მამაკაცის ვინმე მიშო იაკობიძის  Instagram –სტორიში მიმოწერის სქრინი დაინახა, რომელშიც ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ მას ურთიერთობის გაგრძელება აღარ სურს. გარდა ამისა, ლობჟანიძე ამტკიცებს, რომ იაკობიძე გოგონას მისი გაუჩინარების შემდეგ ეძებდა.

ბაჩალიაშვილის ოჯახს არ სჯერა, რომ ლობჟანიძე მათი ქალიშვილის შეყვარებული იყო და მას „შსს–გან ჩანერგილი“ უწოდეს.

ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს –  „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და  „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.

36
რაჭა

რაჭაში სტიქიით დაზარალებულ სოფლებს წყალმომარაგება აღუდგა

16
(განახლებულია 16:17 06.08.2020)
რეგიონი თანდათანობით უმკლავდება დამანგრეველი წყალდიდობის შედეგებს – აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება, იგება დროებითი გზები, შენდება ხიდები.

 

თბილისი, 6 აგვისტო - Sputnik. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საავარიო ჯგუფების რამდენიმედღიანი ინტენსიური სამუშაოების შედეგად, სტიქიის დროს დაზიანებული ონის წყალმომარაგების მაგისტრალური მილის აღდგენა სრულდება, ნათქვამია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, უკვე დამონტაჟდა 200 მეტრი ფოლადის მაგისტრალი რთულ რელიეფურ ადგილებში, უახლოეს პერიოდში კი სრულად აღდგება ჟიჟორეთის სათავე ნაგებობა. 

ონის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის წყლით მომარაგება, სტიქიიდან მეორე დღეს, ალტერნატიული ქსელის მეშვეობით ხდებოდა.

მუნიციპალიტეტში ინტენსიური სამუშაოები წყალდიდობის შედეგების სრული ლიკვიდაციისთვის ამ დრომდე გრძელდება.

სტიქიისგან დაზარალებულ ყველა სოფელს ელექტროენერგია უწყევეტ რეჟიმში მიეწოდებაა.

უამინდობისა და კოკისპირული წვიმების გამო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 12 სოფელი – 2 ათასზე მეტი ადამიანი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. სტიქიის შედეგად დაზიანდა  10 ხიდი, 8 ადგილზე ჩაინგრა ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები. 

სულ 29 ივლისიდან დღემდე სტიქიის გამო გარე სამყაროს მოწყვეტილი სოფლებიდან 562 ადამიანის გადმოყვანა გახდა შესაძლებელი, აქედან 122 ბავშვია.

სულ 29 ივლისიდან დღემდე სტიქიის გამო გარე სამყაროს მოწყვეტილი სოფლებიდან 562 ადამიანის გადმოყვანა გახდა შესაძლებელი, აქედან 122 ბავშვია.

სოფლის მოსახლეობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ვერტმფრენებით უწყვეტად აწვდიან სურსათს და საჭირო ნივთებს.

16
თემები:
საქართველოს რეგიონები
გიორგი გახარია

გახარია: შემდგომი ორი წელიც ეკონომიკურად საკმაოდ რთული იქნება 

0
(განახლებულია 14:16 06.08.2020)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საუბრობს კორონავირუსის კრიზისის პერიოდში მოსახლეობისთვის კომუნალურ მომსახურებაზე შეღავათების გაგრძელებაზე.
გახარია: შემდგომი ორი წელიც ეკონომიკურად საკმაოდ რთული იქნება
„საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კომუნალური მომსახურებაზე შეღავათები გაგრძელდეს ოთხი თვის განმავლობაში –  ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. სუბსიდირება  მოხდება იმავე პრინციპით – 200 კილოვატსაათი ელექტროენერგია და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული. რა თქმა უნდა,  შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ასეთ დახმარებაზე თქვან უარი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრ ადამიანს ფინანსური ზარალი მიადგა, ამიტომაც ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის რთულ პერიოდში მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო.

0