საქართველოში 12 მაისს კიდევ ერთი დღესასწაული დაწესდა

© photo: Sputnikღვთისმშობლის ხატი
ღვთისმშობლის ხატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 12 მაისი ოფიციალურად უქმე დღედ არის გამოცხადებული.

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებები დაამტკიცა, რომლის თანახმად, 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან ერთად საქართველოში ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს აღნიშნავენ.

ილია მეორე: ბედნიერია ის ადამიანი, რომლის გულშიც ქრისტე იშვება>>>

ცვლილებას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა.

„რწმენამ იმისა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა, შესაბამისად, ეს დღესასწაული სცილდება მხოლოდ რელიგიურ საზღვრებს და იძენს საყოფელთაო ზეიმის ხასიათს. ღვთისმშობელი საქართველოს მართლმადიდებელთათვის მუდამ იყო, არის და იქნება ქვეყნის გადარჩენის უპირველესი საწინდარი, სიმბოლო ურყევი სასოებისა – ანუ იმედისა, მშვიდობისა და კეთილდღეობისა", – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ცვლილებები საქართველოს მთავრობის მიერ იყო ინიცირებული.

„საქართველოს შრომის კოდექსის" თანხმად, 12 მაისი ოფიციალურად უქმე დღედ უკვე არის გამოცხადებული როგორც ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე.

საღვთო გადმოცემის თანახმად, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, საქართველო ღვთისმშობელ მარიამს შეხვდა. მაგრამ უფალმა აუწყა ღვთისმშობელს, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება და აღუთქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ღვთისმშობლის ნაცვლად კი ქრისტეს რჯული საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა.

ყველა ახალი ამბავი
0