გრიგოლ ვაშაძე: დაუყოვნებლივ გაიყვანეთ სპეცდანიშნულების რაზმები პანკისის ხეობიდან

© photo: Sputnikგრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაერთიანებულმა ოპოზიციამ პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.  

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ სპეციალური განცხადება გააკეთა.

ვაშაძემ პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.  

„არ ჰყოფნის ხელისუფლებას მოთმინება იმისთვის, რომ დაელაპარაკოს თავის მოქალაქეებს, თავის ამომრჩეველს. თუ უხუცესები ჩაგყავს თელავში, თუ მათ ესაუბრები, თუ გაქვს არგუმენტები, რომლითაც ცდილობ ეს პატივცემული ადამიანები დაარწმუნო ამ ჰესის აშენების მიზანშეწონილობაში, რა საჭიროა მაშინ პროვოკაციულად მუშაობის დაწყება, მით უმეტეს, რა საჭიროა სპეცდანიშნულების რაზმები და პოლიციის შეყვანა“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გიორგი გახარია: „შსს-ს ვერავინ ვერასდროს ვერ შეუზღუდავს არეალებს“

გრიგოლ ვაშაძემ საქართვლოს ხელისუფლებას სპეცდანიშნულების რაზმის წევრების ტერიტორიიდან გაყვანისკენ მოუწოდა.

„დაუყოვნებლივ გაიყვანეთ სპეცდანიშნულების რაზმები ხეობიდან. არაფერს ეს სპეცდანიშნულების რაზმები იქ არ აკეთებენ, გარდა იმისა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები გააღიზიანოს,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთი კრიზისი მოაწყო.

პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის „ხადორი 3"-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დღეს დილას სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა კი  შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა შორისაა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე სპეცდანიშნულების რაზმის წევრები. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხეობაში დამატებითი ძალები იქნა შეყვანილი.

შექმნილი ვითარების გამო პანკისის ხეობაში ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა გასული წლის ივნისში მოსახლეობამ შეაჩერა. პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ხადორი 3“-ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0