ბათუმის ქუჩებში ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© Sputnik / Seyran BaroyanThe Great Batumi Night Race
The Great Batumi Night Race - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღამის გარბენი 18:40 საათზე დაიწყება და 23:30 საათზე დასრულდება

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ბათუმში ღამის გარბენ THE GREAT BATUMI RACE-თან დაკავშირებით ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ან აიკრძალება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მოძრაობა შეიზღუდება 19:00 საათიდან. ღონისძიება დაახლოებით 23:40 საათზე დასრულდება.

მოძრაობა შეიზღუდება:

შერიფ ხიმშიაშვილის გამზირზე – იუსტიციის სახლიდან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის კვეთამდე;

იუსტიციის სახლიდან – რუსთაველი-კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთამდე.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება:

კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე - რუსთაველის გამზირის კვეთიდან მემედ აბაშიძის ქუჩის კვეთამდე;

მემედ აბაშიძის ქუჩაზე -კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩის კვეთამდე;

დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე – მემედ აბაშიძის ქუჩის კვეთიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩის კვეთამდე;

ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე – დემეტრე თავდადებულის ქუჩის კვეთიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის კვეთამდე;

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე – ზურაბ გორგილაძის ქუჩის კვეთიდან ნოდარ იმნაძის ქუჩის კვეთამდე;

ნოდარ იმნაძის ქუჩაზე – ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის კვეთიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე;

კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე – ნოდარ იმნაძის ქუჩის კვეთიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე;

მერაბ კოსტავას ქუჩაზე – კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე;

ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე – მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთიდან ვალენბერგის ქუჩის კვეთამდე;

ვალენბერგის ქუჩაზე – ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან იაკობ გოგებაშვილის ქუჩის კვეთამდე;

იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე – საბაგიროდან იახტკლუბის შესახვევამდე.

თბილისი-მარათონი - Sputnik საქართველო
თბილისში სიყვარულის მარათონი ჩატარდება: 100 კმ გარბენი სიყვარულის სახელით

ღონისძიების მიზანია სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება, ასევე ბათუმის მთელი მსოფლიოს მარათონელებისთვის მიმზიდველ ტერიტორიად გადაქცევა.

შეჯიბრების ფარგლებში დაგეგმილია მარათონის რამდენიმე სახეობა: ნახევარმარათონი – 21,1 კილომეტრი, გარბენი 10 კილომეტრზე. კიდევ ორი მარათონი გაიმართება ბავშვებისთვის: 6–9 წლის (500 მეტრი) და 10–13 წლის (1000 მეტრი).

შეჯიბრება ასევე ითვალისწინებს სპეციალურ პრიზს: მას მიიღებს ნახევარმარათონის (21,1 კმ) ყველაზე ასაკოვანი მონაწილე, რომელიც ფინიშთან მივა. პრიზი 2 ათასი ლარია.

სპორტული მოვლენის ყველა მონაწილეს ფინალში ელოდება კონცერტი, რომელზეც შოუს „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული სოფო ბათილაშვილი გამოვა.

აღსანიშნავია, რომ სახსრების ნაწილი ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდში ჩაირიცხება, რომელიც სიმსივნით დაავადებულ ბავშებს ეხმარება.

ღონისძიება ტარდება სასტუმრო Colosseum Marina-ს ორგანიზებით და ბათუმის მერიის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, ასევე ბათუმის ბულვარის მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0