სასტუმრო Autograph Collection-დან სამი მუშა გადმოვარდა: განახლდება თუ არა მშენებლობა

© Sputnik / Alexander Imedashvili"პანორამა თბილისი"
პანორამა თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშენებლო სამუშაოები დარღვევების აღმოფხვრის შემდეგ განახლდება.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე სასტუმრო Autograph Collection-ის სამშენებლო სამუშაოები დროებით შეჩერებულია, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მიიღო.

სამშაბათს, საღამოს, სამშენებლო სამუშაოების დროს 10 მეტრის სიმაღლიდან სამი მუშა ჩამოვარდა და დაშავდა. ისინი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„პანორამა თბილისის“ ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობა - Sputnik საქართველო
თბილისის მერი მშენებლებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები ობიექტზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ. დასკვნა რამდენი დღის შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა, პირველადი ინფორმაციით, მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო.

„კვლევის დროს გარკვეული დარღვევების აღმოჩენის გამო ჩვენ სამუშაოების შეჩერების გადაწყვეტილება მივიღეთ, ანუ მანამდე, ვიდრე ისინი საბოლოოდ აღმოიფხვრება. როდესაც პროცედურები დასრულდება, ჩვენ გავიგებთ, რეალურად რა მოხდა", – განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ ჟურნალისტებთან.

იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო კომპანიის ბრალეულობა დადგინდება, მას 10 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

19, 20 და 21 წლის ახალგაზრდები შენობის ფასადზე მუშაობდნენ და დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან გადმოცვივდნენ. პოლიციამ უკვე გამოკითხა დაშავებულები საავადმყოფოში, სადაც ისინი ამ დრომდე იმყოფებიან.

ექიმების განცხადებით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა აუცილებელია ექიმების მეთვალყურეობა.

სასტუმრო Autograph Collection-ის 100 მილიონ დოლარად შეფასებული მშენებლობა მიმდინარეობს პროექტ „პანორამა თბილისის" ფარგლებში, რომელიც საბაგიროებით დაკავშირებული ოთხი კომპლექსის აგებას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0