„გაფიცვა ქალაქისთვის“ – სტუდენტები და მოსწავლეები თბილისში საპროტესტო აქციას მართავენ

© Sputnik / Alex Shlamovახალგაზრდა მწვანეების აქცია
ახალგაზრდა მწვანეების აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის ორგანიზატორებმა თბილისის მერიას მოუწოდეს, გადავიდეს მტკიცე მოქმედებებზე ქალაქის ეკოლოგიურ პრობლემებთან ბრძოლის კუთხით.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მეტროს სადგურ „რუსთაველთან“ საპროტესტო აქციას მართავენ და გარემოს დაცვასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოითხოვენ.

© Sputnik / Alex Shlamov"ახალგაზრდა მწვანეების" აქცია
„გაფიცვა ქალაქისთვის“ – სტუდენტები და მოსწავლეები თბილისში საპროტესტო აქციას მართავენ - Sputnik საქართველო
"ახალგაზრდა მწვანეების" აქცია

აქციის ორგანიზატორია „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“. ისინი ეკოლოგიური პრობლემებისადმი დედაქალაქის მერიის ყურადღების მიპყრობას ცდილობენ. აქტივისტების თქმით, მუდმივი „საცობები“, პირდაპირი მნიშვნელობით, ანადგურებს ქალაქს, გარემო სულ უფრო და უფრო ბინძურდება, ჰაერი იწამლება. ახალგაზრდა მწვანეები დღევანდელ დღეს ისტორიულს უწოდებენ და ყველას მოუწოდებენ, შეუერთდნენ აქციას.

© Sputnik / Alex Shlamov"ახალგაზრდა მწვანეების" აქცია
„გაფიცვა ქალაქისთვის“ – სტუდენტები და მოსწავლეები თბილისში საპროტესტო აქციას მართავენ - Sputnik საქართველო
"ახალგაზრდა მწვანეების" აქცია

„ჩვენ, მოსწავლეები და სტუდენტები, ვიფიცებით ჩვენი ქალაქისთვის, ქალაქისთვის, რომლის ქუჩებში ვიხრჩობით, რომელში გადასაადგილებლად საათებს ვატარებთ საცობებში, რომელშიც ვერ ვპოულობთ მწვანე სივრცეს სასეირნოდ ან საფიქრელად“, – ნათქვამია აქტივისტების განცხადებაში.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა წყალდიდობების, ხანძრებისა და სხვა კატასტროფების საფრთხის წინ დგას, ხოლო ამის მიზეზია ცალკეული პირების სოციალური უპასუხისმგებლობა და მატერიალური ინტერესები.

აქტივისტები უარს აცხადებენ სასწავლო დაწესებულებაში წასვლაზე, რადგან მიიჩნევენ, რომ სკოლებისა და უნივერსიტეტების კედლებს მათი დაცვა არ შეუძლია მომწამვლელი ჰაერის, სისხლში ტყვიისა და სხვა ეკოლოგიური პრობლემებისგან. ისინი მოითხოვენ, რომ ხელისუფლება სიტყვიდან საქმეზე გადავიდეს და მაქსიმალურად მოკლე დროში გადაჭრას თბილისის ეკოლოგიური პრობლემები.

თბილისის მერიის შენობა - Sputnik საქართველო
პირბადეებიანმა სტუდენტებმა თბილისის მერიასთან აქცია მოაწყვეს

გარემოს ახალგაზრდა დამცველების მოთხოვნათა შორისაა თბილისში ტრამვაის დაბრუნება, ავტომობილებისგან ტროტუარების გათავისუფლება, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის გაშენება და სხვ.

აქტივისტების განცხადებით, მათი მომავალი ნათელი არ არის. კლიმატური ცვლილებები ხდება აქ და ახლა. კლიმატის ცვლილებები და გარემოს ნგრევა – ეს ჩვენი რეალობაა და ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია, თუმცა ეს ასე აღარ უნდა გაგრძელდეს, ამბობენ ისინი.

მათი თქმით, თუ თბილისის მერია არაფერს იღონებს, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

თბილისში ჰაერის დაბინძურების დონე ნორმას 2,9-ჯერ აღემატება. ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო საქართველოში ავტომობილების და, კერძოდ, ძველი ავტომობილების გამონაბოლქვია. ამას მოწმობს უმაღლესი საკონტროლო ორგანოების ევროპის ორგანიზაციის გარემოს დაცვის აუდიტის სამუშაო ჯგუფის კვლევა. მიზეზებს შორისაა ასევე მცენარეების ნაკლები რაოდენობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძველებული ავტოპარკი.

ყველა ახალი ამბავი
0