პირველად საბჭოეთის დაშლის შემდეგ: პირდაპირი ფრენები კიდევ ერთი მიმართულებით

© Tbilisi and Batumi International Airports / FBუზბეკეთის ავიახაზები
უზბეკეთის ავიახაზები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრენები ამ დროისათვის მესამე ქვეყნების გავლით სრულდება და შესაბამისად, მინიმალური დრო, რომელიც თბილისიდან ტაშკენტამდე ჩაფრენას ესაჭიროება, 8 საათზედ მეტს შეადგენს

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. კომპანია „უზბეკეთის ავიახაზები“ მიმდინარე წლის 16 ივლისიდან რეგულარულ ავიარეისებს შეასრულებს ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის მიმართულებით, ნათქვამია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორ TAV Gеorgia-ს განცხადებაში.

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ზაფხულში ბაქოსა და ბათუმს შორის ავიამიმოსვლა დაიწყება

ზაფხულში რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება — სამშაბათობითა და კვირაობით Airbus-320 იფრენს.

შემდგომში განრიგი შესაძლოა შეიცვალოს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის ავიამიმოსვლა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეწყდა.  ფრენები ამ დროისათვის მესამე ქვეყნების გავლით სრულდება და შესაბამისად, მინიმალური დრო, რომელიც თბილისიდან ტაშკენტამდე ჩაფრენას ესაჭიროება, 8 საათზედ მეტს შეადგენს

აღსანიშნავია, რომ ეროვნული გადამზიდავი „უზბეკეთის ავიახაზები“ 1992 წელს შეიქმნა და 40 სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ფრენებს.

ყველა ახალი ამბავი
0