ბავშვთა სახლის აღსაზრდელები

რამდენი ბავშვი ელოდება გაშვილებას საქართველოში

149
(განახლებულია 11:57 17.03.2019)
გასულ წელს საქართველოში 85 ბავშვი გაშვილდა

თბილისი, 17 მარტი - Sputnik. საქართველოში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 220 ბავშვია, იუწყება პირველი არხი.

მაუწყებლის ინფორმაციით,  სოციალური მომსახურების სააგენტოში დარეგისტრირებულია დაახლოებით სამი ათასი ადამიანი, რომლებსაც ბავშვის შვილად აყვანა სურთ.

რატომ ჭიანურდება საქართველოში შვილის აყვანის პროცესი >>

220 ბავშვიდან 153 შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. 35 ბავშვს არ სურს გაშვილება. საუბარია ათი წლის და უფროსი ასაკის ბავშვებზე.

გასულ წელს გაშვილდა 85 ბავშვი, მათ შორის რვა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე. ხუთი შშმ ბავშვი უცხოელებმა იშვილეს.

რაც შეეხება საქართველოში მოქმედი გაშვილების წესებს, მიმღებ მშობლებს არ უნდა ჰქონდეთ ინფექციური ან მძიმე დაავადებები და მძიმე დანაშაულის ბრალდებით არ უნდა იყვნენ ნასამართლები. ამასთან, მათ უნდა ჰქონდეთ ბავშვის აღზრდისთვის კარგი პირობები.

კანონის თანახმად, ბავშვსა და მიმღები მშობელს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. აკრძალულია ათ წლამდე ბავშვის გაშვილება 50 წელს გადაცილებულ ადამიანებზე. ოჯახი ბავშვის აყვანის მსურველთა რიგში დადგომას სოციალური აგენტის დადებითი დახასიათების შემთხვევაში შეძლებს.

რუსთავში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ახალშობილი იპოვეს >>

საქართველოში იყო 47 დიდი ბავშვთა სახლი, სადაც 5,2 ათასი ბავშვი ცხოვრობდა. ამჟამად საქართველოში მხოლოდ ორი ბავშვთა სახლი ფუნქციონირებს, ორივე თბილისში მდებარეობს. ბავშვები ოჯახური ტიპის მცირე სახლებში და მეურვეების ოჯახებში გაანაწილეს.

149
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (65)