ვითარება გზებზე: დაწესებულია შეზღუდვები

© Facebook / FB / Roads Department of Georgiaსატვირთო ავტომობილი
სატვირთო ავტომობილი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს გზებზე შეზღუდვები დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ამოქმედდა.

თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს შიდასახელწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

კერძოდ, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„მლეთა–გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთიდან საავტომობილო გზის 85-ე კმ-მდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ცხვარიჭამია - Sputnik საქართველო
ამინდი საქართველოში კვირის ბოლომდე გაუარესდება

ასევე დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კალა–უშგულის მონაკვეთზე (173-186 კმ) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული საავტომობილო გზის ხაიში–კალას მონაკვეთზე კი (70-173 კმ) თოვლისა და ლიპყინულის გამო აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჯვარი–დიზის (30-90 კმ) მონაკვეთზე თავისუფალია. ამავე გზის 90-173 კმ მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დეპარტამენტის ცნობით, ზუგდიდი–ჯვარის (1-30 კმ) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისი - Sputnik საქართველო
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 17 იანვარს

რაც შეეხება სომხეთისა და თურქეთის საზღვრებს, დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოხსნილია.

კერძოდ, ახალციხე–ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ნინოწმინდა–სომხეთის საზღვარზე ( 90-112 კმ მონაკვეთი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე აღდგა ახალქალაქი–კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე. თუმცა, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარი, ნამქერი, შეზღუდული ხილვადობა) გამო აღნიშნული გზის 1-36.5 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0