თბილისმა ცხოვრების დონით რომი და ჰონგ-კონგი ჩამოიტოვა

გამოწერა
თუმცა, წლის განმავლობაში ცხოვრების დონის ინდექსში საქართველოს პოზიციები გაუარესდა.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქი რეიტინგში „ცხოვრების დონის ინდექსი 2019" მსოფლიოს 226 ქალაქს შორის 172-ე ადგილზე განთავსდა, მონაცემები კვლევითმა პორტალმა Numbeo-მ გამოაქვეყნა.

ასე რომ, საქართველომ საკუთარი პოზიციები 37 ერთეულით გაიუარესა. 2018 წლის ინდექსში თბილისი 135-ე ადგილზე იყო.

ამჯერად რეიტინგში საქართველოს მეზობლები არიან ინდური გურგაონი (171-ე ადგილი) და სანტიაგო (173-ე ადგილი, ჩილე).

საქართველოს მეზობელი სახელმწიფოებიდან თბილისს თურქეთის სამმა ქალაქმა გაუსწრო - ბურსამ (90-ე ადგილი), იზმირმა (138-ე ადგილი) და ანკარამ (149-ე ადგილი).

საქართველო საუკეთესო ბიზნეს-გარემოს მხრივ ქვეყნების ექვსეულში შევიდა>>>

რაც შეეხება რუსეთს, ცხოვრების დონით საუკეთესო ნიჟნი ნოვგოროდი (109-ე ადგილი) აღმოჩნდა. სანქტ-პეტერბურგი რეიტინგის 182-ე ადგილზეა, მოსკოვი კი 191-ე ადგილზე აღმოჩნდა.

თბილისმა გაუსწრო აგრეთვე აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს (197-ე ადგილი), თუმცა დაუთმო ერევანს (167-ე ადგილი).

ცხოვრების დონით საუკეთესო ქალაქების ხუთეულში შევიდა კანბერა (კანადა), ეინდჰოვენი (ნიდერლანდები), ამერიკული ქალაქი როლი, ადელაიდა (ავსტრალია) და ციურიხი (შვეიცარია).

რომს (იტალია) 180-ე, ჰონგ-კონგს (ჩინეთი) კი 196-ე ადგილი ერგო.

რეიტინგის აუტსაიდერები გახდნენ მანილა (ფილიპინები), პეკინი (ჩინეთი), დაკა (ბანგლადეში), ლაგოსი (ნიგერია) და კარაკასი (ვენესუელა).

Numbeo-ს ექსპერტებმა ქალაქების რეიტინგი ცხოვრების ხარისხის მიხდევით შეადგინეს, რომელიც რვა ინდექსს ეყრდნობოდა: მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი, უსაფრთხოება, ჯანდაცვა, ცხოვრების ღირებულება, ფასების თანაფარდობა მოსახლეობის შემოსავლებსა და უძრავ ქონებას შორის, სატრანსპორტო დატვირთულობა, გარემოს დაბინძურება, კლიმატი.

საქართველოს ქულები სხვადასხვა ინდექსებში

  2018 წელი 2019 წელი
ცხოვრების დონე 117,54 117,95
მსყიდველობითი უნარი  35,61 34,58
უსაფრთხოება 80,19 80,24
ჯანდაცვა 55,22 52,67
ცხოვრების ღირებულება  29,73 28,47

ფასების თანაფარდობა მოსახლეობის შემოსავლებსა და უძრავ ქონებაზე

 

12,81 12,89
სატრანსპორტო დატვირთულობა  39,60 39,09
გარემოს დაბინძურების დონე 76,87 77,04
კლიმატი  83,80 84,20

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0