პარიზის მოდის კვირეული

ქართველმა დიზაინერებმა პარიზის მოდის კვირეულზე 380 ათასი ევროს ღირებულების სამოსი გაყიდეს

75
(განახლებულია 14:41 14.01.2019)
Paris Fashion Week-ის სტუმრებმა 12 ქართველი დიზაინერის ტანსაცმელი იხილეს.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. პარიზის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის მოდის კვირეულზე ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი 380 ათას ევროზე მეტი ღირებულების დაახლოებით ორი ათასი ერთეული პროდუქცია (ტანსაცმელი) გაიყიდა, ნათქვამია სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით 12 ქართველი დიზაინერი 2018 წლის 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე Paris Fashion Week-ში მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ANOUKI, Dalood, LIYA და Materiel; ასევე დიზაინერებმა თავიანთი კოლექციები წარმოადგინეს ისეთ პრესტიჟულ შოუ-რუმებში, როგორიცაა More dash Showroom, Maison Pyramide Showroom, Tomorrow Showroom, Tranoi Showroom.

ყველა ეს შოუ-რუმი პარიზშია და სტუმრებსა და ბაიერებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ქართველი დიზაინერები პარიზის მოდის კვირეულში პირველად არ მონაწილეობდნენ. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით მათ თავიანთი კოლექციები წარადგინეს 2018-2019 შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის კვირეულზეც (2018 წლის ივნისში). მაშინ პარიზში გაიყიდა რვა დიზაინერის 240 ათასი ევროს ღირებულების პროდუქცია.

75