ირანის ასობით მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანი, ინდოეთი და თურქეთი ლიდერობენ იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს ყველაზე ხშირად არ უშვებენ საქართველოში

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ 2018 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრა ირანისა და ინდოეთის 1200 მოქალაქეს, შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად.

მესამე ადგილი იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს ყველაზე ხშირად არ უშვებენ საქართველოში, თურქეთს უკავია. ამასთან თურქები შედიან უცხოელთა სამეულში, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდებიან საქართველოში - 67,4 ათასზე მეტი ვიზიტი დეკემბერში.

საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა - ლიდერთა სამეული

ქვეყნები 2018 წლის ნოემბერი 2018 წლის დეკემბერი
ირანი 434 753
ინდოეთი 370 433
თურქეთი 46 218

 

საქართველოში ასევე ვერ მოხვდა თითო-თითო მოქალაქე აშშ-დან, გერმანიიდან, ინდონეზიიდან, კანადიდან, კუბიდან, ლიბანიდან, მოლდოვიდან, პოლონეთიდან, საუდის არაბეთიდან და სხვ.

თბილისი თეირანთან სავიზო რეჟიმის გადახედვას გეგმავს?! >>

2018 წლის დეკემბერში უცხოელებმა საქართველოში 573,5 ათასზე მეტი ვიზიტი განახორციელეს, აქედან დაახლოებით 12,3 ათასი - ინდოეთის მოქალაქეები იყვნენ.

ნარკოტიკები - Sputnik საქართველო
ორი ირანელი ქალი თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანისთვის დააკავეს

2018 წლის ბოლოს ირანმა უკმაყოფილება გამოთქვა ქართული მხარის მიერ ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრის გადმოკვეთაზე უარის თქმის გახშირებული შემთხვევების გამო. თბილისში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების სრულყოფა გადაწყდა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ირანის ხელისუფლება ქართველ კოლეგებთან ერთად საქართველოში ვიზიტების, ბიზნესის წარმართვის, სწავლისა თუ მკურნალობის წესების შესახებ ირანელების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით ზომებს მიიღებს. მხარეები შესაბამისი საინფორმაციო მასალების შედგენის თაობაზე შეთანხმდნენ.

საქართველოსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის მაისში დამყარდა. ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი 2011 წელს ამოქმედდა. საქართველომ ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივი წესით 2013 წელს დააწესა, საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ თავისი გადაწყვეტილება გაეროს რეკომენდაციებით ახსნა. თუმცა, 2016 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა და ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი აღდგა.

ყველა ახალი ამბავი
0