თოვლისგან გაწმენდილი გზა

გზა სომხეთთან და თურქეთთან საზღვრების მიმართულებით გაიხსნა

94
(განახლებულია 15:50 10.01.2019)
ახალქალაქი-ნინოწმინდისა და ახალქალაქი-კარწახის გზები თოვლისგან გაწმენდილია

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ტრანსპორტის გადაადგილების კრძალვა საქართველოს თურქეთთან და სომხეთთან საზღვრების მიმართულებით მოხსნილია ყველა სახის ტრანსპორტისთვის, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ვითარება გზებზე - თოვლი ავტომობილების გადაადგილებას აბრკოლებს>>

შეზღუდვები, ძლიერი ქარის, ნამქერისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მოქმედებდა ახალქალაქი-ნინოწმინდისა და ახალქალაქი-კარწახის გზებზე.

ამ დროისთვის გზები თოვლისგან გაწმენდილია.

94
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში–2018 (279)