სიტუაცია საქართველოს გზებზე - მაღალ მთაში შეზღუდვები ნარჩუნდება

© photo: Sputnik / Vakho Naverianiუშგული
უშგული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზვავსაშიშროების გამო მაღალმთიან სვანეთში გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის დაკეტილია

თბილისი, 6 იანვარი - Sputnik. ამ დროისათვის საქართველოს მაღალმთიანეთში შეზღუდვები გზებზე მოქმედებს სვანეთში და ფარავნის უღელტეხილზე, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 70-186-ე კმ (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

თოვლით დაფარული ტრასა - Sputnik საქართველო
ზემო ლარსი დღეს: მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობა გახსნილია

დიზი-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 70-90-ე კმ. (ხაიში-დიზი) მონაკვეთზე თავისუფალია.

რაც შეეხება ამავე გზის ზუგდიდი-ხაიშის მონაკვეთს, აქ ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და ნამქერები) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ. (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აკრძალვა მოქმედებს ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამ დროისათვის საქართველოს სხვა გზებზე მოქმედი აკრძალვები მოხსნილია.

ყველა ახალი ამბავი
0