ქართული ჭიდაობა იუნესკოს ნუსხაში შევიდა

© photo: Sputnik / Stringerახალგაზრდა მოჭიდავეები
ახალგაზრდა მოჭიდავეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუნესკოს რეპრეზენტატულ სიაში 2017 წელს ტრადიციული ქართული სუფრა შევიდა

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა, იუწყება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

აღნიშნული გადაწყვეტილება 29 ნოემბერს მავრიკიის ქალაქ პორტლუისში იუნესკოს არამატეტიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე მიიღეს. ამ დროისთვის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის რეპრეზენტატული ნუსხა 399 ელემენტს მოიცავს. ნუსხის მიზანია სხვადასხვა თემის ტრადიციული ცოდნისა და ჩვეულებისადმი ყურადღების მიქცევა.

ქართული სახარება - Sputnik საქართველო
ქართული ხელნაწერი სახარება იუნესკოს ნუსხაში შეიტანეს

გარდა ქართული ჭიდაობისა, წარმომადგენლობით ნუსხაში შევიდა ასევე ქსოვილის მოთელვისა და ინდიგო შეღებვის ტრადიცია ევროპაში, ეპოსი, ხალხური თქმულებები და მუსიკა (აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქეთი) და სხვა.

იუნესკოს კულტურული მემკვიდერობის წარმომადგენლობით ნუსხაში უკვე შესულია ოთხი ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი: ქართული მრავალხმიანობა (2001 წ.), ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი (2013 წ.) , ქართული ანბანის 3 სახეობის ცოცხალი კულტურა (2016 წ.), ტრადიციული ქართული სუფრა (2017 წ.) და ახლა უკვე - ქართული ჭიდაობა (2018 წ.).

იუნესკოს სხდომაში მონაწილე ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი მანანა ვარძელაშვილი, იუნესკოს საკითხებში ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი და ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი.

ქართული სუვენირები - Sputnik საქართველო
საქართველო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში

ჭიდაობა ორთაბრძოლის ქართული სახეობაა. ჭიდაობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ძველ ქართულ ლიტერატურულ და ისტორიულ პირველწყაროებში ჭიდაობა „რკენის" სახელწოდებით არის ცნობილი.

ქართულ ჭიდაობა თავისი ფორმითა და შეჯიბრების წესებით განსხვავდება სხვა ჭიდაობებისგან. აქ ჭიდაობა მიმდინარეობს დგომში, იკრძალება წაქცეულ და დაჩოქილ მეტოქეზე შეტევა, მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების ჩატარება, შებოჭვა, ფეხებში ხელის წავლება და სხვ. ილეთები სრულდება მაღალ ტემპში, საჭიდაო მუსიკასთან ერთად, სწრაფად და ელვისებურად.

ჭიდაობის ქართულ სახეობას 2014 წელს საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0