გლდანის რაიონი

თბილისში მიწისძვრა მოხდა

221
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 17:36 საათზე დაფიქსირდა

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში 2,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 17:36 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი თბილისთან ახლოს, ქალაქი მცხეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით - 15კილომეტრში, სოფელ ქვიშიანში მდებარეობდა.

221
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1299)