ზახაროვა: მოსკოვს საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება სურს

© photo: Sputnikმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა ქართველი და რუსი ხალხების ინტერესებისთვის წინააღმდეგობას არ წარმოადგენს

თბილისი,  16 ოქტომბერი — Sputnik.  რუსეთი საქართველოსთან  სრულფორმატიანი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებითაა დაინტერესებული, რომელიც ასევე ილტვის კავშირების დალაგებისკენ, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ვიდეოხიდის მოსკოვი–თბილისი–ტალინი–კიშინიოვის მსვლელობისას.

ჟენევის მოლაპარაკებები 10 წლის შემდეგ>>>

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოდან თბილისის გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ. ამ დროისთვის ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში. 

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: საქართველოსთან ვიზების გასაუქმებლად დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაა საჭირო

„ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სრულფორმატიანი განვითარება ეს არის ის, რაც დამტკიცებას არ საჭიროებს. ჩვენ  ყოველ  ჯერზე ვამბობთ და ვახსენებთ, რადგანაც ბევრმა უკვე დაივიწყა, რომ რუსეთი ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი არ იყო. თუმცა, ამავე დროს ორ ხალხს შორის კავშირისა და ინტერესის ძალა იმდენად დიდია, რომ მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, ეკონომიკური, კულტურაზე საერთოდ არაფერს ვამბობ და ჰუმანიტარული კავშირები, ნელა, მაგრამ ვითარდება. ჩვენ ვხედავთ, მათ შორის, საქართველოს მხრიდან ამ ურთიერთობების განვითარების კოლოსალურ მოთხოვნას“, – განაცხადა ზახაროვამ.

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განმარტა, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება სურს, მაგრამ არა პრინციპული საკითხის – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

ამავე დროს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები აქტიურად ვითარდება. რუსეთი საქართველოსთან ტვირთბრუნვის მოცულობით ლიდერი–ქვეყნების სამეულში შედის.

ყველა ახალი ამბავი
0