იენს სტოლტენბერგი და ქართველი მეხანძრე

ქართველი მეხანძრეები ნატო-ს ეგიდით გამართულ საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობენ

22
(განახლებულია 18:59 10.10.2018)
სწავლებაში, რომელიც 8 ოქტომბერს დაიწყო და 11 ოქტომბრამდე გასტანს, ნატო-ს წევრი და პარტნიორი 29 ქვეყნის 170 წარმომადგენელი მონაწილეობს.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ქართველ მაშველ-მეხანძრეთა 19 კაციანი ჯგუფი NATO-ს EARDCC-ის შედეგების მართვის ფართომასშტაბიან სწავლება SRBIJA 2018-ში მონაწილეობს, რომელიც სერბეთში ტარდება, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფეისბუქ-გვერდზე.

სწავლებაში, რომელიც 8 ოქტომბერს დაიწყო და 11 ოქტომბრამდე გასტანს, ნატო-ს წევრი და პარტნიორი 29 ქვეყნის 170 წარმომადგენელი მონაწილეობს.

SRBIJA 2018-ის მიზანია ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება, მათ შორის, სასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის შესაბამისი კოორდინაციისა და თანამშრომლობის პრაქტიკაში გავარჯიშება.

აღსანიშნავია, რომ სწავლების გახსნის ცერემონიას დაესწრნენ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი. იენს სტოლტენბერგი ქართველ მეხანძრე-მაშველებს მიესალმა და წარმატებები უსურვა.

 

22