საქართველო უარყოფს ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ცდების ჩატარებას

© photo: NCDCლუგარის ლაბორატორია
ლუგარის ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება საზოგადოებას არწმუნებს, რომ ლუგარის ლაბორატორიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბიოუსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით როგორც ქვეყნისთვის, ასევე რეგიონში.

თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კატეგორიულად უარყო, რომ თბილისში, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში საიდუმლო ცდები მიმდინარეობს ადამიანებზე.

ლუგარის ლაბორატორია - Sputnik საქართველო
რუსეთის თავდაცვის უწყება აშშ–ს საქართველოს მოსახლეობაზე ცდების ჩატარებაში ადანაშაულებს

ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დეტალურად ისაუბრა ლაბორატორიის საქმიანობაზე.

ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ აჟიოტაჟი დაიწყო 11 სექტემბერს მოსკოვში საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის სკანდალური განცხადების შემდეგ. მან გამოაქვეყნა რამდენიმე დოკუმენტი და აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწოდა, გამოიძიოს აღნიშნული ლაბორატორიის საქმიანობა, სადაც, მისი თქმით, შესაძლოა ტარდებოდეს ექსპერიმენტები ადამიანებზე ლეტალური დასასრულით. მოგვიანებით რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ლაბორატორიას ბიოლოგიური საშიშროებების მუდმივი წყარო უწოდა.

„ქართული მხარე ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ რიჩარდ ლუგარის ცენტრში არ ტარდებოდა და არ ტარდება C ჰეპატიტისათვის განკუთვნილი პრეპარატის კვლევები, მით უმეტეს, ამერიკელი ექსპერტების მიერ... საქართველო კეთილსინდისიერად ასრულებს გაეროს კონვენციის საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ბიოლოგიური ლაბორატორიის საქმიანობის მართვის სფეროში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი რიჩარდ ლუგარის ცენტრის ფუნქციონირებას „დიდი მნიშვნელობა აქვს ბიოუსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით როგორც საქართველოში, ისე რეგიონში“.

ლუგარის ლაბორატორია - Sputnik საქართველო
ორმაგი დანიშნულების ლაბორატორია: გიორგაძემ დაასახელა დამკვეთები აშშ-იდან - ექსკლუზივი

„კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიულ ერთეულს. ობიექტმა ფუნქციონირება 2013 წელს დაიწყო და იგი არის გადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის რეფერალური დაწესებულება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ აღნიშნული ცენტრი, ისევე, როგორც ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სხვა ლაბორატორიები, აგებულია საქართველოსა და აშშ-ს შორის დადებული სამთავრობო ხელშეკრულებების ფარგლებში. ლუგარის ცენტრი მთელი აღჭურვილობით სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან მას აფინანსებს საქართველოს მთავრობა.

„ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) მიერ აკრედიტებული პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას სამი ვირუსოლოგიური ლაბორატორია, გარდა ამისა, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები: როტა-ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფტერიისა და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში. ცენტრს გააჩნია საერთაშორისო ISO აკრედიტაცია კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ლუგარის ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გიორგაძემ თბილისის ლუგარის ცენტრიდან სკანდალური დოკუმენტები გამოაქვეყნა

მან განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ქართველ მეცნიერებს მჭიდრო კავშირები აქვთ სხვადასხვა ქვეყნის (აშშ, გერმანია, ნორვეგია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ყირგიზეთი, ეგვიპტე და სხვ.), მათ შორის მეზობელი სახელმწიფოების (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი) კოლეგებთან. ცენტრში მუდმივად მუშაობენ სხვადასხვა უნივერსიტეტის მაგისტრანტები და დოქტორანტები სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიზნით.

რიჩარდ ლუგარის ცენტრის გახსნილობის საჩვენებლად 14-15 ნოემბერს იქ ჩატარდება საერთაშორისო სემინარი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ბიოექსპერტები ოცზე მეტი ქვეყნიდან. მოწვევა გადაგზავნილია რუსული მხარისთვისაც, თუმცა იქიდან მიღებულია კატეგორიული უარი.

„ლუგარის ცენტრის ღიად ფუნქციონირების თვალსაჩინო მაგალითია ჟურნალისტებისა და ბიოექსპერტების ხშირი ვიზიტები, რომლის ფარგლებში მათ საშუალება მიეცათ დეტალურად გასცნობოდნენ ცენტრის მუშაობის შინაარსობრივ ნაწილს, მათ შორის ჯანმოს ღონისძიების ფარგლებში, რომლის დროსაც რუსი ექსპერტები პრაქტიკული საქმიანობით იყვნენ დაკავებული ლაბორატორიაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ე.წ. კომპრომატებს ლაბორატორიაზე, იგორ გიორგაძემ სატელევიზიო ეთერში რამდენიმე დოკუმენტის დემონსტრირება მოახდინა. მათ შორის იყო ვინმე გიორგი ხატელაშვილის მიერ ხელმოწერილი სია, რომლის თანახმად, 2015 წლის დეკემბერში ლაბორატორიაში პრეპარატი 30-მა სუბიექტმა მიიღო და მათგან 24 ერთ დღეში დაიღუპა. ამასთან, ანგარიშში არ არის მითითებული დაღუპულთა სახელები – მხოლოდ ნომრები და სქესია.

მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
„მე დავაზუსტებ" – ზახაროვა ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების შესაძლო ვიზიტზე

დოკუმენტთა კიდევ ერთი ნაწილი, გიორგაძის თქმით, იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის შემუშავებასთან არის კავშირში.

ხუთშაბათს რუსეთის სამხედრო ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების ხელმძღვანელმა იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ აშშ თანმიმდევრულად ზრდის თავის ბიოლოგიურ პოტენციალს და პათოგენური მიკროორგანიზმების ეროვნულ კოლექციებზე კონტროლს. მისი თქმით, დღეისათვის ფუნქციონირებს და მუდმივ მოდერნიზაციას განიცდის აშშ-ის მიერ კონტროლირებადი 30-ზე მეტი ლაბორატორია ბიოლოგიური დაცვის მაღალი დონით.

კირილოვის განცხადებით, ამ ლაბორატორიებს შესაძლებლობა აქვთ განსაკუთრებულად საშიში დაავადებების სრული სპექტრის კვლევა ჩაატარონ და ადგილები ასეთი ლაბორატორიებისთვის შემთხვევით არ არის შერჩეული – მათი უმრავლესობა რუსეთისა და ჩინეთის მომიჯნავე ტერიტორიებზეა განლაგებული, რითიც „ბიოლოგიური საფრთხის მუდმივ წყაროს“ წარმოადგენენ ამ ქვეყნებისთვის.

 

ყველა ახალი ამბავი
0