თბილისისკენ მომავალ გზაზე მძღოლები საათობით დგანან საცობში

© Sputnik / Alexander Imedashviliავტომობილები „საცობში"
ავტომობილები „საცობში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ეტაპზე წიწამურის ხევზე არსებულ ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ერთ სამოძრაო ზოლზე ხორციელდება.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 25-ე კილომეტრზე (საგურამოსთან) მოძრაობა კვლავ შეფერხებულია და ადგილზე მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არეგულირებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგურამოსთან, წიწამურის ხევზე არსებულ ხიდზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს და 10 დღის განმავლობაში დასრულდება.

გვირაბი - Sputnik საქართველო
მესტიისკენ მიმავალ გზაზე რეაბილიტირებული გვირაბი გაიხსნა

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე წიწამურის ხევზე არსებულ ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ერთ სამოძრაო ზოლზე ხორციელდება, რის გამოც პერიოდულად იქმნება „საცობი".

დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავ მძღოლებს ალტერნატიული გზებით შეუძლიათ სარგებლობა, კერძოდ, ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის გავლით.

დეპარტამენტის განცხადებით, წიწამურის ხევზე არსებულ ხიდზე დაზიანებული იყო სავალი ნაწილი, კერძოდ, აღინიშნებოდა ჯდენები და ორმოები, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას შესაძლოა საფრთხე შექმნოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0