რომელი კომპანია ააშენებს თბილისში მიწისქვეშა პარკინგს

© Sputnik / Levan Avlabreliფილარმონია
ფილარმონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია Х2-ს ტექნიკური კვლევების ჩასატარებლად და საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ხუთი თვე აქვს.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. მხოლოდ ერთი კომპანია დაინტერესდა თბილისის ცენტრში მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობით, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სამშაბათს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კალაძის სიტყვებით, ფილარმონიასთან მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი ინტერესთა გამოხატვაზე უკვე დასრულდა. პროექტის განხორციელებით კომპანია Х2 დაინტერესდა.

რამდენ ლოკაციაზეა დაგეგმილი თბილისში მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა>>>

კალაძის სიტყვებით, სხვადასხვა კონკრეტულ ლოკაციაზე ინტერესთა გამოხატვაზე კონკურსი მერიას გამოცხადებული ჰქონდა, თუმცა ინტერესი არავის გამოუხატავს. სწორედ ამიტომ კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.

სტიკერი ავტომობილის მინაზე - Sputnik საქართველო
„სითი პარკი“ წავა და სხვა მოვა, ანუ „პარკინგული ცარცის წრე“

„ამ ეტაპზე ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე – ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით კომპანია „იქს 2" არის დაინტერესებული. ჩვენ ვაპირებთ ხელშეკრულების გაფორმებას. კომპანიას კი ვალდებულება აქვს, რომ ხუთი თვის განმავლობაში ტექნიკური კვლევა ჩაატაროს... ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კვლევები დადებითი იქნება", – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ მიწისქვეშა პარკინგის განვითარება თბილისისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც პარკინგის სისტემის დარეგულირება, რათა არ იყოს ქაოსური მდგომარეობა. კალაძემ ამ პრობლემის გადაწყვეტის პირობა დადო.

ადრე თბილისის მერიამ განაცხადა, რომ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე 180 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობით არის დაინტერესებული. მერიაში აღნიშნეს, რომ თბილისში ათი ადგილია, სადაც შესაძლებელია მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამისთვის მერიამ კერძო კომპანიებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

მრავალდონიანი ავტოსადგომების აშენება იგეგმება რკინიგზის სადგურის, მეტრო „მარჯანიშვილის", ფილარმონიის, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე, მეტრო „ისანთან", „დინამოს" სტადიონთან, ქალაქ თბილისის მერიასთან, გულუას მოედანთან, მეტრო „ვარკეთილთან" და გეგეშიძის ბაღთან.

 

ყველა ახალი ამბავი
0