ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 189 პირს სამუდამო პატიმრობა ემუქრება

გამოწერა
დაკავებულთა შორის 14 ნარკორეალიზატორია

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 189 პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგამოძიებო ღინისძიებები აგვისტოში ჩატარდა. დაკავებულთა შორის 14 ნარკორეალიზატორია.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის და სასაზღვრო-გამშვები პუნქტ „სადახლოს" მიმდებარე ტერიტორიებზე ირანის ოთხი მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ 1 ათას გრამამდე ჰეროინი ამოიღო.

მარიხუანა - Sputnik საქართველო
თბილისი ამსტერდამი არ გახდება: მარიხუანას ყველა და ყველგან ვერ მოწევს

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ასევე ირანის კიდევ ერთი მოქალაქეა დაკავებული, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 21 გრამი ჰეროინი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების 105 აბი.

მარნეულის მუნიციპალიტეტში სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირი დააკავეს. ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ცხრა შეკვრად დაფასოებული ჰეროინი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ასევე ნარკოდანაშაულისთვის აჭარაში პოლიციამ ორი პირი დააკავა. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 232 აბი „სუბოქსინი", რვა შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი" და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს ბათუმში. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 180 აბი მეტადონის მარილის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

გამოძიებები განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0