„სამხედრო გზა

სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

57
(განახლებულია 20:05 09.08.2018)
პრობლემები გზაზე უამინდობამ გამოიწვია

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, უამინდობით გამოწვეული პრობლემების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე საავტომობილო მოძრაობას არეგულირებენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სეთურებისა და ქუმლისციხის სოფლების მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

ამ დროისთვის გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

57
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (211)