საუკეთესო ბიზნესისთვის: საქართველო რეგიონში კვლავ პირველია

© Sputnik / Alexander Imedashviliევროკავშირის და საქართველოს დროშები
ევროკავშირის და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს რეიტინგში პირველი ადგილიდან (დანია) 17 ქულა აშორებს, ბოლო ადგილიდან (უკრაინა) კი 21

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველო ბიზნესისთვის საუკეთესო ევროპული ქვეყნების რეიტინგში 18-ე ადგილზე განთავსდა, აღნიშნულია ევროპული არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპული პალატის (European Chamber) კვლევებში.

საოფისე ფართი - Sputnik საქართველო
საქართველოში მცირე ბიზნესზე გადასახადები შემცირდა

წელს საქართველომ საკუთარი რეიტინგი ორი პოზიციით გაიუმჯობესა — 2017 წელს ქვეყენა მე-20 ადგილზე იყო.

ევროპული პალატის ანგარიში ორ კვლევის შედეგებს ეყრდნობა. პირველი — მსოფლიო ბანკის Doing Business – 2018-ის ანგარიშია, მეორე კი კორუფციის აღქმის ინდექსი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency International-მა შეადგინა.

European Chamber-ის კვლევა მოიცავს საერთო ბიზნეს-გარემოს, კანონმდებლობას, სახელმწიფო პოლიტიკას, სოციალურ კლიმატსა და პირობებს, რომლებიც შეიძლება კერძო სექტორისთვის წინააღმდეგობა გახდეს. რეიტინგი 46 ქვეყანას მოიცავს. თითოეულ ქვეყანას 100-ბალიანი სისტემით აფასებენ, სადაც უმაღლესი ქულა ბიზნესის კეთებისთვის საუკეთესო პირობების მქონე ქვეყანას ენიჭება.

ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა>>>

რეიტინგში საქართველოს "მეზობლები" გახდნენ ლიეტუვა და პოლონეთი, რომლებმაც 69-69 ქულა მიიღეს. რაც შეეხება რეალურ მეზობლებს, თურქეთი 38-ე ადგილზეა (55 ქულა), სომხეთი — 39 ადგილზე (54 ქულა), რუსეთი — 42 ადგილზე (52 ქულა) და აზერბაიჯანი 45-ე ადგილზე (51 ქულა).

ევროპაში ბიზნესისთვის ყველაზე საუკეთესო ქვეყნად დანია დასახელდა, რომელმაც 86 ქულა მიიღო, ყველაზე ცუდი შეფასება კი უკრაინას ხვდა წილად — 48 ქულა.

ყველა ახალი ამბავი
0